ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე, საქართველო წილხვედრია ყოვლაწმიდისა ღვთისმშობლისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატებიც დაესწრნენ. „ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ წირვას…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კომენტარს აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა, კირილმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის პატრიარქის, კირილეს ქმედება გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია. „მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის…
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, მოსაყდრესთან ერთად, ღვთისმსახურებას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის…
ბედიის მონასტრის გადარჩენაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო. უნიკალური მონასტრის მდგომარეობაზე სალომე ზურაბიშვილმა იუნესკოს გენერალურ მდივანსაც მიმართა. “კურიერმა” რამდენიმე დღის წინ მოიპოვა ვიდეოკადრები, რომელშიც ბედიის სამონასტრო კომპლექსში არსებული უმძიმესი ვითარება ჩანს. ფრესკები დაზიანებულია, ხოლო წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღევლინება. ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მონასტრის საკითხს იუნესკოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ნოემბერში დააყენებს. ,,ძეგლი მძიმე…
რუსლან აუშევი, ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ქართველი და ინგუში ხალხის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითს აქვეყნებს. როგორც ბატონი რუსლანი წერს – ინგუშების რამდენიმე ოჯახმა დონის როსტოვში მშენებარე ქართულ ეკლესიას საკუთარი მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადასცა. გთვაზობთ აუშევის პოსტს სრულად: „ქალაქ დონის როსტოვში ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს, რომელთა რაოდენობა ათეულ ათასს აღწევს (ღმერთმა ქნას მილიონამდე გამრავლდნენ). როსტოველი…
წმიდა მოწამე სოზონტი წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს…
ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი) მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მიმართ. სწორედ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ოფიციალური მოწვევით ჩამობრძანდა იგი ქვეყანაში. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება. მიტროპოლიტმა იეროთეოსმა შემდეგნაირად შეაფასა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებული მდგომარეობა: „დღევანდელმა ლექციამ, როგორც მივხვდი, დიდი…
ა.წ. 19 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ნავპაკტის მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმადიდებლურ სამყაროში განვითარებულ მოვლენებს, ასევე სულიერი ცხოვრების არსებით საკითხებს, მათ შორის განათლების აუცილებლობას და ასკეტური მოღვაწეობის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში. აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი იეროთეოსი ავტორია 100-ზე მეტი წიგნისა და საქართველოში მესამედ იმყოფება. patriarchate.ge
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ფონდი „ქართუ“ -ს ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისპირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის (ღვთისმშობელი დედა მარიამის) დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტაძრის ინტერიერში მოიხსნა კამარის კონქის და კედლების ზედაპირების ამორტიზებული ნალესობ, რომელიც კირხსნარით დამუშავდა. ამავე დუღაბით გადაეწყო და ამოშენდა აგურის ოთხსაფეხურიანი კარნიზი. მოეწყო ახალი იატაკი ქართული აგურით. ამ…