ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.09.2019 | 13:11
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (ჩრდილოეთ ფასადი) ქვის კონსერვაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა ქ. თბილისის, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (ჩრდილოეთ ფასადი) ქვის კონსერვაციის სამუშაოების პირველი ეტაპი. სამუშაოები მიზნად ისახავდა ჩრდილოეთის ფასადის გაფხვიერებული და დელამინირებული ქვის კონსოლიდაციას, ქვების ბიოციდით დამუშავებას და გაწმენდას. ფასადის ქვებისა და კედლის სტრუქტურის გამაგრებას. ცოცხალი ორგანიზმები გავლენას ახდენენ სამშენებლო მასალების დაზიანების პროცესებზე….

06.09.2019 | 19:44
უნგრეთის პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრაზე – 35 წელია, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვეწევი და მეგონა, ვერაფრით გამაკვირვებდნენ, მაგრამ გაკვირვებული ვარ

პირადად მე და ჩემი დელეგაცია ვემზადებოდით თქვენთან შეხვედრისთვის, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა. პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტი საპატრიარქოში მიიღო. საპატრიარქომდე ადერი ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდა. მან ილია მეორეს მიწვევისა და მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას მოგახსენებთ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, აქ მოვსულიყავით. ჩემი დელეგაციის წევრებიდან მხოლოდ ერთი კოლეგაა…

06.09.2019 | 19:42
ილია მეორე უნგრეთის პრეზიდენტს – დიდებულად ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას, 2020 წელი გამოაცხადეთ ოჯახის ფასეულობის წლად

კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი მიიღო. შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა. პატრიარქმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამასთან, ილია მეორემ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთმა 2020 წელი ოჯახის ფასეულობის წლად გამოაცხადა. „მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია. მითხრეს, რომ დღეს არის თქვენი…

06.09.2019 | 17:04
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 6 სექტემბერს ღირსი სერაპიონ საკვირველთმოქმედის, ნათლისმცემლი მონასტრის წინამძღვრის, ძმები კარბელაშვილების, მღვდელმოწამე ევტიქის, მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველის მოწაფის, მოწამე ტატიონეს, მოწამე სირას, სპარსელი ქალწულის, ღირსი გიორგი ლიმნიოტის ხსენების დღეს აღნიშნავს

სერაპიონ საკვირველთმოქმედი  ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმინდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. სათნოებით გამორჩეული მონასტრის წინამძღვარი გადადგა, დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმინდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის…

06.09.2019 | 14:16
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

ა.წ. 6 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტი, ბ-ნი იანოშ ადერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. უნგრეთის პრეზიდენტმა დელეგაციის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად იმყოფება და ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის მეთაურთან შეხვედრა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მისივე განცხადებით, უნგრეთი მზად არის კიდევ უფრო გააღრმაოს მეგობრული და…

05.09.2019 | 17:07
ნურავისთვის იქცევი ზედამხედველად!

“ნურავისთვის იქცევი ზედამხედველად! ნუ ეცდები ვინმეს გამოსწორებას! გახსოვდეს, რომ იძულებით ვერავის შეცვლი – ვერც ქმარს და ვერც შვილებს. რაც არ უნდა ბევრი არიგო და ეჩხუბო შენს ვაჟს, მაინც არ შეეშვება მოწევას, სმას, ნარკოტიკებს, ღამის ცხოვრებას. თუ გინდა, რომ საწადელს მიაღწიო, ამისთვის მადლი უნდა მოიხვეჭო . მისთვის კი მთელი გულით უნდა ილოცო ! უკან კი არ…

04.09.2019 | 13:07
საბუთების მიღება მე-60 ნათლობისათვის

წყება მე-60 ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი…

03.09.2019 | 16:44
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 3 სექტემბერს მოციქულ თადეოზის, სარმეანის, ქართლის კათოლიკოსის, ღირსი თადეოზ სტეფანწმიდელის, ასევე მოწამეების ვასას და მისი შვილების ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მოციქული თადეოზი, სამოცდაათთაგანი წმიდა მოციქული თადეოზი ტომით ებრაელი იყო, იგი სირიის ქალაქ ედესაში დაიბადა. იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა. შემდეგ ნეტარმა მაცხოვარი იხილა და მას დაემოწაფა.  იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ თადეოზი ქადაგებდა სირიასა და მესოპოტამიაში. ჩავიდა ედესაშიც და ქრისტიანობაზე მოაქცია მთავარი…

02.09.2019 | 18:26
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ სამოელის, მოწამეთა: სევიროსის, მემნონისა და მათთანა 37 მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს

წინასწარმეტყველი სამოელი წინასწარმეტყველი სამოელი – ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული – ქრისტეს შობამდე ათასასორმოცდა-ექვს წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა – ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა ძე, რომელსაც სამოელი – „გამოთხოვილი“ დაარქვეს. როცა ყმაწვილს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა იგი სელომში წაიყვანეს…

Τα σημαντικότερα νέα