ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსებიდან მეათე წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ში მყოფი საპატრიარქოს დელეგაციის წევრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისგან შემდგარ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ტახტის მოსაყდრე და ქორეპისკოპოსი,…
წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც ქვეყნის მტრების ნაცვლად საკუთარ ქვეშევრდომებს უცხადებდა ბრძოლას. ამისთვის ნეტარი შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. როცა პასუხად…
patriarchate.ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება. მოლაპარაკებები ვაშინგტონში გაიმართება. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. აშშ-ის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პომპეოსა და რუსი მიტროპოლიტის მოლაპარაკებები პრესისთვის დახურული იქნება. ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის შეხვედრაზე განსახილველ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ. 2 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნავენ, რომ 22 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ორი მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. დელეგაციის წევრები შეხვდნენ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ჯორჯ კენტს, შემდეგ ასევე ცალკე შეხვედრა გაიმართა სემ ბრაუნბეკთან, აშშ-ის საგანგებო დავალებათა…
ტბეთის ტაძარის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, შავშეთის რაიონში, ისტორიულ შავშეთში, სოფელი ტბეთში (ჯევიზლი) (Cevizli). მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთ-ერისთავ აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ…
გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა. ტაძარს რესტავრაცია ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩაუტარდა. 2018 წელს დაწყებული წეროსხევის ეკლესიის რესტავრაცია ფონდმა „ქართუმ“ 214. 500 ლარით დააფინანსა. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კედლებისა და გუმბათის ყელი შეიმოსა სპეციალურად შერჩეული ნიჩბისის ქვით, გაითალა იდენტური ლავგვარდანები და მოეწყო არსებულთან შესაბამისობაში,…
ქართული კულტურის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ბერ-მონაზვნობის მოღვაწეობას იერუსალიმის მახლობლად არსებულ საბა განწმენდილის ანუ საბაწმინდის ლავრაში. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ,,საბას ლავრა იყო უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს უძველესი საზრვარგარეთული ცენტრი ქართული კულტურისა, სადაც VIII-IXსს-ში დუღდა ქართველების ნამდვილი ნტენსიური ლიტერატურული შემოქმედება“. საბას ლავრა მდებარებს იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 13-15 კმ-ზე. მას ჩვენი წინაპრები საბაწმინდას უწოდებდნენ. სახელი სავანემ,დამაარსებლის,…
2019 წლის 20 ოქტომბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით და მოწვევით, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან არსებულ საკონფერენციო დარბაზში, ლექცია-მოხსენება წაიკითხა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო სამართლის მიმართულების დოქტორანტმა, საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა, ბატონმა ედიშერ ქარჩავამ, თემაზე: „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სამართლებრივი ასპექტები“. აღსანიშნავია, რომ ლექციას დაესწრნენ საერო ხელისუფლების წარმომადგენლები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის…