ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
04.10.2019 | 16:39
წმინდა პახუმი დიდი ბოლო ჟამის ქრისტიანობაზე

ერთხელ წმინდა პახუმი დიდი სულიერ ძმებს ბოლო ჟამის ქრისტიანობაზე ესაუბრებოდა. თქვა, იმ დროს მონაზვნები ჩვენი დროის ერისკაცებივით იცხოვრებენო. -ერისკაცები როგორღა იცხოვრებენ, მამაო?- ჰკითხეს ძმებმა. -ერისკაცები პირუტყვზე უარესნი იქნებიან, – თქვა ღირსმა მამამ. -მაშ რაღა გადაარჩენთ? – იკითხეს შეწუხებულმა ძმებმა. -მოიწევა მათზე განსაცდელი, – ბრძანა წმინდა პახუმმა, – და მათი დათმენით ღირს მამებზე უკეთესნი გამოჩნდებიან. იცით,…

04.10.2019 | 15:58
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 4 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 4 ოქტომბერს მოციქულ კოდრატე 70-თაგანის, მღვდელმოწამეთა იპატიოს ეპისკოპოსის და ანდრია ხუცის, ისააკისა და მელეტისა, კვიპროსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა ევსევის და პრისკეს ხსენების დღეს და როსტოველი მიტროპოლიტის დიმიტრის წმიდათა ნაწილთა პოვნას აღნიშნავს.   მოციქული კოდრატე 70-თაგანი წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს…

04.10.2019 | 15:41
საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პოზიციას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პოზიციას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ: „როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით უკვე შვიდი თვეა, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, რომ იგი მძიმედაა ავად და ამ მოტივით ითხოვდნენ შუამდგომლობას ეკლესიისგან და შეწყალებას ხელისუფლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მამალაძისგან და მის მხარდამჭერთაგან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია ორ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს (და ამის პასუხად ჩვენი…

03.10.2019 | 16:59
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 3 ოქტომბერს დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდას, მისი ცოლის თეოპისტიას და მათი შვილების აღაპის და თეოპისტეს ხსენების დღეს აღნიშნავს

დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს. ევსტათი ისეთი  მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს მას  ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს,…

01.10.2019 | 14:14
როგორ შევარჩიოთ სახელი ღვთივსათნოდ?

-წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დამკვიდრდა. ნეტარი თეოდორიტეს მოწმობით კი ახლად ნათელღებულთათვის წმიდანთა სახელების წოდება საყოველთაო წესად მეხუთე საუკუნეში იქცა. ქრისტიანებმა კარგად უწყოდნენ წმიდანთა ღვაწლი უფლის წინაშე, მათი ღვთივსათნო საქმეები, ძლიერ უყვარდათ ისინი და თავიანთი შვილებისათვის მათი სახელების დარქმევა დიდ პატივად მიაჩნდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა ასე…

01.10.2019 | 14:05
– როცა ადამიანი სნეულია და ვერ ახერხებს ტაძარში მისვლას, ამ შემთხვევაში როგორ უნდა იცხოვროს ეკლესიურად, როგორ თქვას აღსარება და მიიღოს წმინდა ზიარება?

გვესაუბრება არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): – პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიურობა არა მოქმედებაში, არამედ მართებულ აზროვნებაშია, და შეძლებისდაგვარად სწორი აზროვნებით მართულ ცხოვრებას ჰქვია ეკლესიური ცხოვრება. მე ვარ არა ის, ვინც ვმოქმედებ, არამედ ის, ვისაც მსურს. როგორც წესი, შემეცნება ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს. მოძრაობა და შემეცნება თითქმის შეუთავსებადია. მაგალითად, ჩვენ წიგნის კითხვის დროს ვწყვეტთ მოძრაობას. ასევე ქრისტიანი,…

01.10.2019 | 13:47
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მამათა მონასტერი

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მამათა მონასტერი ცაგერის რაიონში მდებარეობს. VII საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამის საფლავიც იქვე, ტაძარში, გამშვენებულ ლუსკუმაშია ჩაბრძანებული. დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები წმინდა მაქსიმემ. 2003 წლის 21 ოქტომბერს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) რამდენიმე პირთან ერთად ლენტეხის რაიონის მაღალმთიან რეგიონში მიაკვლია იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, წმინდა მაქსიმე…

01.10.2019 | 13:22
2019 წლის რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების მეოთხე კომისიის სხდომა

30 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2019 წლის მეოთხე სხდომა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი და სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლები დაესწრნენ. კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილ 16 საკითხიდან 13-ზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, ხოლო 3 საკითხზე უარი დაადგინა. რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და…

01.10.2019 | 13:07
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 1 ოქტომბერს 1661 წელს მოწამეობრივად აღსულებული კახეთის გმირების: ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, ასევე ღირსი ევმენიოსის- გორტინელი ეპისკოპოსის, მოწამეების არიადნას, სოფიოს, ირინეს და კასტორის ხსენების დღეს აღნიშნავს

ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები კახეთის მთავარი ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები XVII საუკუნეში აღესრულენენ მოწამეობრივად. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს., ათასობით ქართველi მშობლიური მიწიდან აყარეს  სპარსეთში  გადაასახლეს. კახეთის მთავარმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ერთად თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან. ხანგრძლივი…

Τα σημαντικότερα νέα