ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.10.2019 | 12:38
კანადის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 30 სექტემბერს კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე კანადის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში, ბ-ნი სტეფან დიონი საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) შეხვდა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე) და სხვა სასულიერო პირები. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის…

01.10.2019 | 12:17
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი 10 წლისაა

29 სექტემბერს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე საზეიმო წირვა შესრულდა ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში, რომელიც 10 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იაკობმა (უშიკიშვილი) მოწვეულ სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღასრულა. წირვის შემდეგ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) ღვთიმსშობლის პარაკლისი…

01.10.2019 | 12:13
საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” მხარდაჭერით ხაშურში ახალი პარკის გაშენება დაიწყო

ა.წ. 28 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულმა ფონდმა ,,გაამწვანე საქართველომ” მორიგი მასშტაბური ღონისძიება განახორციელა. ხაშურის ახალ რეკრეაციულ ზონაში (ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორია) საპატრიარქოს ფონდისა და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებით, ასევე ფონდ ,,ENERSTENA Group’’-ის ხელშეწყობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ,,ხაშურის რეგიონის განვითარების ასოციაციასთან“ თანამშრომლობით 3 ჰექტარზე დაიწყო პარკის გაშენება. ღონისძიების ფარგლებში ნეკერჩხლის, ფიჭვის, ტუიას, ზეთისხილის და…

01.10.2019 | 12:03
კრწანისობა 2019

ა.წ. 24 სექტემბერს, კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა ხსენების დღეს, 300 არაგველის სახელობის პარკში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა. მან ჩვენი ქვეყანა, 300 არაგველი და კრწანისის ბრძოლაში მომწყდარი ჩვენი მებრძოლები ღმერთს შეავედრა. პარაკლისს ესწრებოდა ქალაქ თბილისის მერი ბ-ნი კახა კალაძე, მერის მოადგილე ქ-ნი სოფიო ხუნწარია, მაჟორიტარი დეპუტატი ბ-ნი ბექა…

30.09.2019 | 16:23
საეკლესიო კალენდარი:2019 წლის 30 სექტემბერი

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 30 სექტემბერს მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი, თეოდოტიას, და აღათოკლიას, წმიდა 156 მოწამეთა: პელის და ნილოს ეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცის, პატერმუთისი, ილიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი…

30.09.2019 | 16:16
წმინდა ეკატერინეს მონასტერი სინაის მთაზე

სინის მთა (სინას ან სინაის მთა) ქართველთა უშორესი სამოღვაწეო პუნქტია ახლო აღმოსავლეთში. იგი აღმართულია არაბეთის ნკ–ს დასავლეთით სინის ნკ–ს სამხ სექტორში, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, იქვეა სხვა მთებიც ეპისტიმიასი, ზერბალისა, ეკატერინესი და სხვა. აი ამ მთიანეთში სინისა და ეპისტიმიის მთებს შუა პლატოზე, უფრო ზუსტად სინის მთის კალთაზე 1528 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ეკატერინეს მონასტერი, რომელმაც მრავალი მოღვაწე…

29.09.2019 | 14:10
წმინდა მოწამე ლუდმილა, ჩეხეთის მთავარი (+927)–ხსენება 16 (29) სექტემბერს.

წმინდა მოწამე ლუდმილა წარმოშობით სერბი იყო. ის ცოლად გააყოლეს ჩეხეთის მთავარ ბორევოის. მაშინ ჩეხები ჯერ კიდევ წარმართები იყვნენ. ბორევოიმ და ლუდმილამ იწამეს ქრისტე. ისინი მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ (ხს. 6 აპრილს და 11 მაისს). გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ თავისი ერის განსანათლებლად, მათ უამრავი ტაძარი ააშენეს და მღვდლები აკურთხეს. ცოლ-ქმარს სამი ვაჟი და…

29.09.2019 | 14:01
წმინდა მოწამე მელიტინა (+138-161)-ხსენება 16 (29) სექტემბერს.

წმინდა მოწამე მელიტინა იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს თრაკიის ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა, მაშინ როცა მმართველი გახლდათ ვინმე ანტიოქე. წმინდა მელიტინამ მრავალი სასწაული მოახდინა: თავისი ლოცვით შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მათ შორის ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის ანტიოქეს მეუღლეც. როცა ანტიოქემ ამის შესახებ შეიტყო, მისი ბრძანებით წმინდა მელიტინას…

29.09.2019 | 13:57
გაზეთი “დროება” (1884წ. N118) ალავერდის შესახებ გვამცნობს:

-კახეთის მთის კალთის ველზედ, ალაზნის დასავლის მხარეს, არის დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი და გუმბათიანი ეკლესის, რომელსაც ჰქვიან ალავერდი. ამან მიიღო სახელი ალავერდის გამო, რადგანაც არის ალონ-გვერდს, მხოლოდ მურვან-ყრუს შემდეგ ამას უწოდეს “ალავერდი”, რაიცა ნიშნავს ღმერთმა მომცა. ეს ეკლესია აღაშენა წმინდა იოსებმან, რომელიც იყო ათცამეტ მამათაგანი და ჰყო პირველად წმიდა გიორგის მონასტრად… მამა იოსები, შემდეგ წოდებული ალავერდელად, ამავე…

Τα σημαντικότερα νέα