საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს პეტრე-პავლობის მარხვაში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზის მიღების კურთხევა მისცა. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. “ხვალ იწყება პეტრე პავლობის მარხვა. პეტრე პავლობის მარხვის დროს თევზი არ იჭმევა ოთხშაბათს და პარასკევს. დანარჩენ დღეებშში გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ მიიღოთ თევზი”, – განაცხადა პატრიარქმა. – IPN
უფალმა აცხოვნოს მეუფე კალისტრატეს სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. „გარდაიცვალა მეუფე კალისტრატე. დღეს არის მისი დაკრძალვა ქუთაისში ბაგრატის ტაძარში, შევთხოვთ უფალს, უფალმა აცხოვნოს მისი სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ”, – ბრძანა პატრიარქმა. – IPN
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ოთხი გვარი დალოცა. მათ შორის: გურძენაძეები, მონიავები, კოტორაშვილები და მამაგელაშვილები. მასთან, პატრიარქმა დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. “არის დასაჯილდოებელი სასულიერო პირები. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დიდი შრომა გასწია ფილოსოფიის დარგში, დღეს სტუდენტები სწავლობენ მისი წიგნების მიხედვით. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების…
მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, იმედია, რომ ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას. “ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთული დროს. ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო. ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ…
ქუთათელ-გაენათელი მიტროპილოტი კალისტრატე ბაგრატის ტაძარში დაკრძალეს. ტაძარში ლიტურგია ეპარქიის დროებითმა მმართველმა, რუსთავის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა შეასრულა. ტაძარში მეუფეები, სხვა სასულიერო პირები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, დიდია მეუფე კალისტრატეს ღვაწლი და მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია, როგორც ეპარქიისთვის, ასე მარლთმადიდებლური ეკლესიისთვის. მეუფე კალისტრატე ეპარქიაში რამდენიმე წელი მსახურობდა. მისი ანდერძი იყო, რომ ბაგრატის ტაძარში დაეკრძალათ. – IPN
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს დღეს დაკრძალავენ. მეუფეს მისი ანდერძის თანახმად, ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ. სასულიერო პირების ინფორმაციით, ტაძარში მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ სასულიერო პირი არ დაკრძალულა. ბაგრატის ტაძარში პანაშვიდები დილიდან მიმდინარეობს. ტაძარში პატრიარქს ელოდებიან, თუმცა დაესწრება თუ არა უწმინდესი დაკრძალვას, დაზუსტებით ჯერ ცნობილი არ არის. მეუფე კალისტრატე 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, 20 ივნისს გარდაიცვალა….
ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი; მაგრამ არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა, მოვლენები მყისიერად განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომლითაც გუშინ, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „დიდია ჩვენი გულისტკივილი პარლამენტთან შუაღამისას განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაშავდა მრავალი ადამიანი, მეტწილად…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 22 ივნისს ღირს იოანე შავთელ-გაენათელის, წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის სპარსეთში წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) – „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“…
პარლამენტთან დაგეგმილ აქციას დღეს სასულიერო პირები შეუერთდებიან იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ აქციაზე პოლიცია ძალას გამოიყენებს, სამღვდელოება ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებს რათა ქართველი ახალგაზრდები დაიცვას, აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა. მეუფე პეტრე დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება. სასულიერო პირმა საპატრიარქო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გუშინ ისევე, როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში 91-92…