ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
06.08.2019 | 16:04
სტამბულში ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხვდება

7-8 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდი იუწყება. ანკარაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან, ასევე უკრაინულ და ყირიმელი თათრების დიასპორასთან. ამასთანავე ზელენსკი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხვდება.   თარგმანი: მართლმადიდებლური სიახლეები / Orthodox news

05.08.2019 | 9:55
ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს, ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს

პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს პატრიარქის ქადაგებასთან დაკავშირებით გამოხმაურებებზე. მისი თქმით, აბორტის მომხრე ადამიანებისაგან პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია პირველი არ არის. „საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ? უახლესი ისტორიის დევნის პერიოდებში განა რაიმე სხვა…

05.08.2019 | 9:37
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 5 აგვისტოს მოწამეთა: ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან 13-თა მოწამეთა, ასევე მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და სხვა ათცამეტნი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს აწამეს. სამსჯავროზე წარმდგარმა მორწმუნეებმა გაბედულად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი სასტიკად აწამეს. შემდეგ კი, წვივებგადამსხვრეულები, ცეცხლში ჩაყარეს. სულიწმიდის მადლით განკურნებული და განმტკიცებული ქრისტეს ტარიგები სრულიად უვნებელნი გამოვიდნენ…

04.08.2019 | 14:19
ილია მეორე – ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა ქრისტიანებს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე იქადაგა. “დღეს ჩვენ ვფიქრობთ, დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე. როცა ჯვარს აცვეს მაცხოვარი…

04.08.2019 | 12:39
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 4 აგვისტოს მენელსაცხებლე მოციქულთა სწორ მარიამ მაგდალენელს იხსენიებს და მღვდელმოწამე ფოკას ნაწილთა აღმოყვანებას აღნშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში   წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი, მშვენიერი და მომხიბლავი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარება გვამცნობს, რომ მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი…

03.08.2019 | 13:39
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ქალაქ თესალონიკს სტუმრობდა

ისინი იმყოფებოდნენ ლაგადისა და ნეპოლის ეპარქიებში, საღმრთო ლიტურგია აღავლინეს ვლატადონის საპატრიარქო მონასტერში, ასევე ეწვივნენ თესალონიკის ყოვლადუწმინდეს მიტროპოლიტ ანთიმოზის. – religionpravda.com.ua

03.08.2019 | 13:34
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 3 აგვისტოს წინასწარმეტყველ ეზეკიელის, ასევე სვიმეონის, ქრისტესთვის სალოსის და იოანეს ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში   წინასწარმეტყველი ეზეკიელი წინასწარმეტყველი ეზეკიელი ქრისტეს შობამდე დაახლოებით ექვსასი წლით ადრე, იუდეველთა მეფე ოზიას დროს დაიბადა ქალაქ სარირში. იუდეური გადმოცემის მიხედვით, იგი იერემია წინასწარმეტყველის მსახური ყოფილა და მისივე მსგავსად მღვდელმსახურთა შთამომავალი. ცნობილია, რომ მამამისს ვუზი ერქვა, ჰყავდა ცოლიც, რომელიც მისთვის დიდ ნუგეშს…

03.08.2019 | 13:30
“ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი” – პატრიარქის სამი მოგონება პირადი არქივიდან

ილია მეორის მოგონებები ცხოვრების სამ ეტაპზე: ბავშვობა, ბერად აღკვეცა და პატრიარქობა. ბავშვობა “…მამას და ბიძას პურის საცხობი ჰქონდათ. პურს აცხობდნენ და იქ ცხოვრობდნენ. ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ და იქიდან ჩამოჰქონდათ ხორბალი, სიმინდი… ერთხელ, ღამით, მამაჩემის ერთი ნაცნობი მოვიდა და გვითხრა: `მოსკოვიდან მათი სია გამოგზავნეს, ვინც უნდა გავაკულაკოთ. თქვენც ამ სიაში ხართო~. მშობლებმა დროებით დატოვეს საქართველო და…

03.08.2019 | 13:23
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სამტრედიაში მომხდარ ინციდენტზე – სასულიერო პირი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამტრედიაში, ქართველ ქალსა და მის ერაყელ მეუღლესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში სასულიერო პირი მონაწილეობდა. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, მან პირადად მოინახულა მამა იოაკიმე და გაერკვა საქმის ვითარებაში, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ სასულიერო პირი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა. „გამშველებელს მეტი…

Τα σημαντικότερα νέα