9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იხსნება წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი. ტაძრის კურთხევა დაიწყება დილის 8:00 საათზე, ხოლო 10:00 საათზე საზეიმო წირვას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. – IPN
ა.წ. 6 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელი, ბ-ნი რაჟდენ კუპრაშვილი მიიღო. აღნიშნული სამსახური უფასოდ ემსახურება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. მისმა უწმინდესობამ დალოცა ამ სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა. patriarchate.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ საქართველოს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. მან მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევა გადასცა. მეუფე შიოს თქმით, როგორც ლუკას სახარებაშია აღნიშნული, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლება, მისი თავის მოწაფეებთან მიწიერი განშორებით გამოწვეული ტკივილი კი არა, სიხარული იყო, რადგან იესო ქრისტემ სამუდამო სამყოფელი, ცათა სასუფეველი, ზეციური ცხოვრება დაგვიბრუნა. მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, კვირას, ბოდბეში მიდის, რათა ახლად აშენებული წმინდა ნინოს ტაძარი აკურთხოს, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა. მისივე თქმით, პატრიარქი ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში წირვას აღავლენს. „მინდა შეგახსენოთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, კვირას მიემგზავრება ბოდბეში, სადაც ამ…
„პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული მაღალხარისხიანი, სპეციალურ ტყავის დამცავ ჩანთაში ჩასმული „ლოცვანის“ მეორე ტირაჟი 3 ივნისს, ამაღლების კვირაში გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მომზადებული „ლოცვანის“ 1-ლი ტირაჟი 29 აპრილს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გავიდა ქსელში და სრული ტირაჟით გაიყიდა. 4 ივნისს…
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მაცხოვრის ამაღლებას ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს. „დღეს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლებით, მაცხოვარი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, 40 დღის შემდეგ კი უკანასკნელად…
ა.წ. 6 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ფერეიდნელი ქართველები მიიღეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. მისმა უწმინდესობამ დალოცა ფერეიდნელი ქართველები და იმედი გამოთქვა, რომ ფერეიდანში მცხოვრებნი უფრო მეტად გაძლიერდებიან რწმენაში და განამტკიცებენ ფესვებთან კავშირს. ფერეიდნელმა ქართველებმა მის უწმინდესობას მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადეს და ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ეს…
მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტე ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა. იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის…
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ნატროშვილი და სამსახურის თანამშრომელი დურმიშხან ლაშხი ესწრებოდნენ 4 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას თემაზე: „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პარადიგმები“. აღნიშნული კონფერენცია Erasmus+ პროექტის Sustainable learner-centered Teaching – Advanced Recourse for Georgia and China (STAR) დასკვნითი აქტივობაა. ღონისძიებაზე განხილული იყო ყველა ის შედეგი, რომელსაც სამი წლის განმავლობაში…