ა.წ. 4 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ალ-მუსტაფას საერთაშორისო (სასულიერო) უნივერსიტეტის რექტორი, ალი აბასი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბ-ნი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი და მათი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს გახშირებულ ტერორისტულ აქტებსა და მსოფლიოში განვითარებულ მძიმე პროცესებზე, რომლებსაც სამწუხაროდ უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობას ირანის სულიერი…
გვესაუბრება კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: -სიხარული მარადიული თამდევია ქრისტიანის ცხოვრებისა. იაკობ მოციქული ამბობს: “ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო” და თუნდაც იმ შემთხვევაში, “როდესაც განსაცდელთა შესცვივეთ პირად-პირადსა” ანუ თუნდაც პირადი განსაცდლი გქონდეთ, არ შედრკეთ და შინაგანად არ შეძრწუნდეთო. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს, რომ ადამიანს ძალიან მცირე ჰყოფნის სიხარულისათვის და ძალიან მცირე დამწუხრებისათვის….
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური): “გენიალურია ქართული სიტყვა გარდაცვალება, რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის…გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში”. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II. – რა კარგად გვიხსნის მისი უწმინდესობა ზემო აღნიშნულ ამონარიდში სიტყვა გარდაცვალების მნიშვნელობის შინაარსს და მნიშვნელობას. დიახ, სიკვდილი არ არსებობს. ეს სრული ჭეშმარიტებაა,…
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი! დღევანდელი სახარება, მათეს სახარება მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად, ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი მარცხნივ და მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი: ,,მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ, მე მწყუროდა და თქვენ…
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს როგორც თვითონ, ისე მისი უფლებადამცველნი და გარკვეული პირები კარგა ხანია აყენებენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად მუდმივად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა და, ახლა უკვე, გაშლილი კარავიც… სწორედ იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, ვისგანაც შუამდგომლობის მიღება სურდათ და სურთ. ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედება, ბუნებრივია,…
ა.წ. 26 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, ბატონ ერიკ ჰოგსა და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) შორის. მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა პრობლემებსა და საჭიროებებზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მღვდელმსახურებს იშვიათად ეძლევათ შესვლისა და ღვთისმსახურების შესრულების შესაძლებლობა, რაც უნდა გამოსწორდეს….
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამავე ეპარქიის მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით, ტორონტოში არსებული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარში საზეიმო ღონისძიება აღინიშნება. ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის და მონრეალის წმინდა ნინოს სამრევლოს წინამძღვმა, დეკანოზმა თომა ბეკურიშვილმა “კარიბჭესთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულთან ერთად, ტრადიციულად ყოველ წელს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის…
ა.წ. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ქ-ნი ინგრიდა ლევრენცე მიიღო. მიღებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო საქართველოსა…
რუის-ურბნისის ეპარქიის სქემ-იეროდიაკონი ირინეოსი (შენგელია) ათონის ივერთა მონასტრის შესახებ მოგონებებს “კარიბჭის” მკითხველს უზიარებს. _ ათონის მთის ცენტრიდან (კარეესი) ფეხით სავალ გზაზე 5 კილომეტრი გავიარეთ ივერონამდე, გზად პირველი ყუთლუმუშის მონასტერი შემოგვხვდა. მონასტერი არაბს დაუარსებია შუა საუკუნეებში და თვითონვე აღკვეცილა იქ. მონასტერს გავცდით. გზის მანიშნებლები მრავლად შემოგხვდა ბერძნული წარწერით ,,ივერონი”. 3-კილომეტრიანი ბილიკი მრავალ მონასტერს ჩაუვლის, მათ…