ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.05.2019 | 19:33
მამა გიორგი ფირცხელანი – გაჩნდება პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები მოახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას

კონკრეტული პროგრამა დაიწერა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ თავისი თავის რეალიზება და გაჩნდება პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები მოახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, – ამის შესახებ მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა, მამა გიორგი ფირცხელანმა სამების ახალგაზრდულ ცენტრში, ახალგაზრდების თვითრეალიზაციის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებასაც, თუმცა ძირითადი პრობლემა მათი შინაგანი მდგომარეობაა და იმ…

30.05.2019 | 16:41
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2019 წლის 29 მაისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა მაგისტრანტ გივი ვაშაკიძის სამაგისტრო ნაშრომის ,,ქრისტიანული ეკლესიის ბრძოლა არიანელობის წინააღმდეგ“ დაცვა. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე, რეცენზენტი – დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე. დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრები. მაგისტრანტმა წარმოადგინა ნაშრომის ანოტაცია და ძირითადი დასკვნები. გივი ვაშაკიძემ…

30.05.2019 | 16:32
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ქ-ნ ლამარა ჭელიძე-ყურაშვილს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა აფხაზეთის ომის დროს მოწამეობრივად აღსრულებულ მღვდელმონოზონ ანდრიას (ყურაშვილი) დედას. — patriarchate.ge

29.05.2019 | 13:49
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების კავშირის საეპისკოპოსო საბჭოს შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 28 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) სხვადასხვა ქვეყნების ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების კავშირის (ELKRAS) საეპისკოპოსო საბჭოს თავმჯდომარე, ეპისკოპოსი ალექსანდერ შაიერმანი, ამავე საბჭოს წევრები, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი და მაღალი რანგის სასულიერო პირები მიიღეს. სტუმრებმა პატივისცემა გამოხატეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად…

29.05.2019 | 13:45
სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება

ა.წ. 30 მაისს, 17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება მორიგი შეხვედრა თემაზე: „ახალგაზრდების თვითრეალიზაციის პრობლემები“. მომხსენებლები – მიხეილ ჭკუასელი, ვლადიმერ პაპავა. patriarchate.ge

28.05.2019 | 13:53
Заявление Католикоса-Патриарха всея Грузии

  Анализ событий, развивающихся в последнее время в связи с монастырским комплексом Удабно-Мравалмта в Давид-Гареджи, оставляет впечатление, что, используя церковную тематику, некая сила желает создать серьезные проблемы между Азербайджаном и Грузией и для достижения своей цели, к сожалению, находит опору как в одной, так и в другой стране. Но мы не должны поддаваться на провокации….

28.05.2019 | 13:51
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნიქოზში

ა.წ. 26 მაისს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით სოფელ ნიქოზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ნიქოზის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მეუფე ისაიამ უნივერსიტეტის რექტორ, არქიმანდრიტ იოანესთან (კიკვაძე) და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საეპისკოპოსო რეზიდენციაში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა…

28.05.2019 | 12:20
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვინმე პოლიტიკური ქულების ან დივიდენდების მოპოვებისთვის გამოიყენებს დავით გარეჯის თემას

ვთხოვთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რაიმე წვლილი შეიტანოს ამ საქმეში, მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობის დიდი ტრადიციის გათვალისწინებით იმოქმედოს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში დავით გარეჯის თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როდესაც თქვა, რომ საზღვრის დელიმიტაციის საკითხი მან წამოიწყო, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქო…

28.05.2019 | 12:14
საქართველოს პატრიარქი დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პატრიარქი დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება ბრიფინგზე დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა. “ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში. მაგრამ პროვიკაციებს…

Τα σημαντικότερα νέα