ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.05.2019 | 12:12
პატრიარქი – ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას

ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მედიას დეკანოზი მიქაელ ბოტკოველმა გააცნო. გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს…

28.05.2019 | 12:00
ილია მეორე გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე – აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს

აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მედიას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო. განცხადებაში პატრიარქი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების ანალიზი ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვა სხვა ძალას სურს და ეს დაუშვებელია, “ასევე მივმართავთ…

28.05.2019 | 11:53
პარიზში გამოცემული უნიკალური რუკა, სადაც დავით გარეჯის მონასტრები პირველად არის დაფიქსირებული

ძვე­ლი რუ­კე­ბის ექ­სპერ­ტი და რუ­კე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე AMBEBI.GE-ს უძ­ვე­ლეს რუ­კას აწ­ვდის, რო­მელ­ზეც და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი პირ­ვე­ლად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი. აი, რას გვი­ამ­ბობს სპე­ცი­ა­ლის­ტი რუ­კის შე­სა­ხებ: გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე: – ეს ერ­თა­დერ­თი ძვე­ლი რუ­კაა, სა­დაც კარ­გად ჩანს გა­რე­ჯის მო­ნას­ტრე­ბი. და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტე­რი პირ­ვე­ლად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გი­ი­ომ დე­ლი­ლი­სა (Gუილლაუმე Dელისლე) და სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ერ­თობ­ლივ რუ­კა­ზე, რო­მე­ლიც…

28.05.2019 | 11:45
მეუფე ეფრემი – დავით გარეჯი, ყველა მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ეს გადახედვას არ ექვემდებარება

მშვიდობიანად უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რადგან დღეს დასაკარგი და დასათმობი არაფერი აღარ აქვს, რადგან ისედაც ბევრია დათმობილი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა განუცხადა, რომელიც სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფება. დავით გარეჯში აქციის “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” მონაწილეები იკრიბებიან. როგორც მეუფემ აღნიშნა, აქცია მშვიდობიანია, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ დავით გარეჯი…

27.05.2019 | 12:10
28 მაისს, გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია – „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” იგეგმება

გარეჯელი სასულიერო პირების განცხადებით, სამშაბათს, 28 მაისს, გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია სახელწოდებით “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” იგეგმება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქართული, აზერბაიჯნული და სომხური დროშების თანხლებით ჩატარდება. „ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ არავისთან მტრობა არ გვინდა და მით უფრო ჩვენს სახლში, ჩვენს ძმებთან, კავკასიელებთან. ამ აქციით გავაფრთხილებთ ნებისმიერ დაინტერესებულ…

27.05.2019 | 12:07
ილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე

უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე,“ – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრები ქართველების საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი მოღვაწეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, უწმინდესმა უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უცხოეთში მყოფი მრავალი ქართველი დღეს…

27.05.2019 | 12:04
პატრიარქი – მრავალი ქართველი უცხოეთში ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას

მრავალი ქართველი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება ქურდობისათვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პატრიარქმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ქართველ ხალხს სამშობლოში ჩამოსვლა გაუადვილოს. „ქართული დიასპორის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ…

27.05.2019 | 12:02
დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის წევრი, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამეტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი და PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ნიკოლაიშვილი, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში, სოფიაში იმყოფება, სადაც ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს. ბულგარეთი 318 პრეტენდენტიდან ირჩევს 17 ევროპარლამენტარს, რომელიც წარმოადგენენ ქვეყანას…

26.05.2019 | 16:20
არქიმანდრიტი კირიონი – ჩიჩხიტურის მონასტრამდე აზერბაიჯანელებს 4-კილომეტრიანი გზა უკვე გაყვანილი აქვთ და დაახლოებით, 500-700 მეტრი რჩებათ

ჩიჩხიტურის მონასტრამდე აზერბაიჯანელებს 4-კილომეტრიანი გზა უკვე გაყვანილი აქვთ და დაახლოებით, ნახევარი კილომეტრი, მაქსიმუმ 700 მეტრია დარჩენილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. როგორც არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, სამუშაოები დღის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობდა. მისივე ინფორმაციით, მონასტერი ამ დრომდე ჩაკეტილია. „არ გაუჩერებიათ მუშაობა….

Τα σημαντικότερα νέα