ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.12.2025 | 16:27
ილია მეორემ ანიტა აბგარიანი დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ანიტა აბგარიანი დალოცა. “ამა წლის 13 დეკემბერს საქართველოში ჩატარდება საბავშვო ევროვიზიის კონკურსი; ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს ანიტა აბგარიანი. ანიტა დღეს იყო პატრიარქის სტუმარი. მისმა უწმინდესობამ დალოცა იგი, ასევე, დალოცა კონკურსის მონაწილე ყველა ბავშვი”, – წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. kvira.ge  

08.12.2025 | 18:10
მიტროპოლიტ შიოს ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეექვსე კვირას (ვიდეო)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეექვსე კვირას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი  sazu.ge

05.12.2025 | 18:57
გასვლითი ლექცია ბოლნისის ეპარქიაში

2025 წლის 27 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანის, ისტორიის დოქტორ გრიგოლ ხაჭაპურიძის, თაოსნობით ჩატარდა გასვლითი ლექცია ბოლნისის ეპარქიაში. სტუდენტებმა მოილოცეს ბოლნისის სიონის, წუღრუღაშენის წმინდა გიორგისა და წმ. პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის სამონასტრო კომპლექსები. ისინი, ასევე, ეწვივნენ სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმს სოფელ ტანძიაში. ბოლნისის სიონში მამა შიო ბოკერიამ ჩაატარა სავედრებელი პარაკლისი…

04.12.2025 | 17:46
მეუფე შიო: ‘ჩვენ ვხარობთ, რომ ღვთისმშობლის სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით, რწმენით, ერთგულებით…’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მიყვანების დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ…

03.12.2025 | 18:14
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა სერგო ვარდოსანიძეს

ბატონ სერგო ვარდოსანიძეს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 70 წელს. მან თავისი ცხოვრება სრულიად ახალგაზრდამ დაუკავშირა ეკლესიას, დღემდე მის წიაღში მოღვაწეობს და ამ სივრცეში გამორჩეული ადგილიც უკავია. იგი არის საქართველოს ეკლესიის ისტორიის და, განსაკუთრებით, უახლესი ისტორიის შესანიშნავი მცოდნე; გონიერი, თავშეკავებული, ენერგიული, ორატორული და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, მრავალმხრივი პიროვნება; თაობათა აღმზრდელი, ავტორი არაერთი ფრიად ღირებული…

03.12.2025 | 17:58
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საპატრიარქოს ეწვია (ვიდეო)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი დღეს საპატრიარქოს ეწვია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”  sazu.ge

02.12.2025 | 17:15
ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

2025 წლის 26 ნოემბერს, წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში შედგა წიგნის, „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად: კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრიმატის თეორია და მისი კრიტიკა“, პრეზენტაცია. წიგნის ავტორია იღუმენი დიონისე (შლიონოვი), მოსკოვის სასულიერო აკადემიის ასპირანტურის გამგე, უწმინდესი პატრიარქის ალექსი II-ის სახელობის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური ბიბლიოთეკის დირექტორი, სინოდალური ბიბლიური და თეოლოგიური კომისიის…

01.12.2025 | 17:26
„პითაგორა საქართველოში. პითაგორას აზროვნების რეცეფციისა და ტრანსფორმაციის შესახებ“

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ირემაძემ პარიზში, Ecole Pratique des Hautes Etudes-ში, წაიკითხა ვრცელი მოხსენება თემაზე: „პითაგორა საქართველოში. პითაგორას აზროვნების რეცეფციისა და ტრანსფორმაციის შესახებ“. ეს სამეცნიერო ღონისძიება ჩატარდა დიდი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის – „პითაგორა აღმოსავლეთში“ – ფარგლებში. 2025 წლის 14 ნოემბრის სამეცნიერო სხდომა ეხებოდა პითაგორასა და პითაგორეიზმის ისტორიას ქართულ, სომხურ და კოპტურ ტრადიციებში. პროფ. თ. ირემაძის…

28.11.2025 | 18:51
წმინდა მიწიდან დაბრუნებული დელეგაცია პატრიარქს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ თეოდორესა (ჭუაძე) და გერასიმეს (შარაშენიძე) და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემადგენლობით დღეს, 28 ნოემბერს, წმინდა მიწიდან დაბრუნდა. მათ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ილია II-ს, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე III-ის, გულითადი მოკითხვა და საჩუქარი გადასცეს და სამდღიანი ვიზიტის შედეგები გააცნეს.   sazu.ge

Τα σημαντικότερα νέα