ბიბლეისტიკის კათედრის ორგანიზებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შემეცნებითი ხასიათის ყოველკვირეული სემინარი ჩატარდა, რომელზეც მოხსენებით წარდგა სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი – ლუკა ხვედელიძე. სემინარიის სტუდენტმა სემინარზე წარმოადგინა თემა სახელწოდებით – “ იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეები საეკლესიო ეგზეგეტიკაში”. თემის ხელმძღვანელია ბიბლეისტიკის კათედრის გამგე, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. ლუკა ხვედელიძემ საინტერესოდ მიმოიხილა სახარების იმ მონაკვეთების…
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა 25 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა გიორგი გაბუნიამ დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „ტერმინ ღვთისმშობლის (Θεοτόκος) ისტორია”. ნაშრომის ხელმძღვანელია ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ედიშერ ჭელიძე. რეცენზენტი – თეოლოგიის დოქტორი, მღვდელი იოანე ბონდარენკო. ენობრივი შეფასება ეკუთვნის ფილოლოგიის დოქტორ ქეთევან გვაზავას. შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა…
ამა წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა სპექტაკლი “ისტორიის გაკვეთილი”, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას იუნკერთა მიერ გამოჩენილ გმირობას მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებასა და მოზარდებში ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების წინ წამოწევის მიზნით, იგეგმება წარმოდგენის სხვადასხვა სკოლაში ჩატარება. sazu.ge
ამა წლის 19 სექტემბერს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს რეჟისორ ანდრია ვაჭრიძის სპექტაკლი “ისტორიის გაკვეთილი”, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას იუნკერთა მიერ გამოჩენილ გმირობას მოგვითხრობს. სპექტაკლს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო. ასეთი სახის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები ხელს უწყობს იუნკერთათვის პატრიოტული…
ამა წლის 28 სექტემბერს, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხა. sazu.ge
ამა წლის 30 სექტემბერს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში, XIX საუკუნის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ახლად აღდგენილი ტაძრის განახლება აღასრულა. აღნიშნულ სამრევლოზე ზრუნვა დაევალა ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელ მირიან ბაძაღუას. sazu.ge
მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ღირებულებითი განათლების კლუბების პრეზენტაცია გაიმართა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
გილოცავთ ჯვართამაღლებას! ჯვრის ძალა გეწეოდეთ თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის sazu.ge
მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ღირებულებითი განათლების კლუბების პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ იმ სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, რომლებიც შეირჩა ღირებულებითი განათლების კლუბის პროგრამის საპილოტე სკოლებად. აღნიშნული ინიციატივა წარმოიშვა მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, მოზარდთა შორის წიგნიერებისა და ღირებულებათა დეფიციტის გამო, რამაც განაპირობა პიროვნული, მორალური და ზნეობრივი საკითხებისადმი ბუნდოვანება და გაურკვევლობა. ინიციატივის…