პარასკევს, 7 ივნისს კვიპროსის მთავარეპისკოპოსი გიორგი ჩერნოგორიის პრეზიდენტ იაკობ მილატოვიჩს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით დღეს, 8 ივნისს მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ გუშინდელ შეხვედრაზე საერთოდ არ დასმულა სერბეთის ეკლესიის ავტოკეფალიასთან თუ ჩერნოგორიის ადგილობრივ საეკლესიო მმართველობასთან დაკავშირებული არანაირი საკითხი. “კვიპროსის ეკლესიისთვის სერბეთის საპატრიარქოში შემავალი ჩერნოგორიის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არ დგას” – განაცხადა კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა. sazu.ge
გილოცავთ! ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და სხვა ცნობილ პიროვნებებს უკავშირდება ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენა-პოპულარიზაცია არა მარტო ანსამბლ ,,რუსთავის” და ,,გორდელას” შექმნით, არამედ ჩვენი კულტურის ამ სფეროს მიმართ მომავალ თაობაში ინტერესის გაღვიძებითაც. დღეს, როდესაც მრავალი გუნდი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ფუნქციონირებს, ახალგაზრდებს უჭირთ წარმოიდგინონ, როგორი რისკის გაწევა უწევდათ ამ საქმის მესვეურებს მაშინ,…
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან თარიღს, – პირველ ათეულს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის არსებობისა. მოგეხსენებათ, 2014 წლის 3 ივნისს, წმ. სინოდის გადაწყვეტილებით, ცალკე შეიქმნა ეს ეპარქია, რომლის მმართველად ამავე წლის 15 ივნისს დადგინდა ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე). მანამდე კი აღნიშნული სივრცე დასავლეთ ევროპის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა….
2024 წლის 4 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ზოსიმემ (ყაველაშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ამავე წმინდანის სახელობის XIX საუკუნის ახლად აღდგენილი ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი თეიმურაზ რუხაძე. ვულოცავთ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას ტაძრის აღდგენასა და კურთხევას. sazu.ge…
2024 წლის 6 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით გაიმართა ილია ვეკუას სახელობის სკოლის მათემატიკის თასის ოლიმპიადაში გამარჯვებულ ბავშვთა დაჯილდოება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური პრიზები, სასაჩუქრე ფულადი ვაუჩერები და პატრიარქის საიუბილეო ჯვრები გადასცა. sazu.ge
31 მაისს, 14 საათზე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ ხატწერის სახელოსნოში ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ეს სახელოსნო, რომელსაც ისტორიის დოქტორი, ხატმწერი, ქალბატონი მაკა ჩხაიძე ხელმძღვანელობს, თითქმის აკადემიის დაარსების დღიდან ფუნქციონირებს. სახელოსნოში ხატწერის ხელოვნების შესწავლა არა მხოლოდ სემინარია-აკადემიის სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ მნიშვნელოვან საქმეს, ქალბატონ მაკა ჩხაიძესთან ერთად, უძღვება ხატმწერი, ქალბატონი ქეთევან ხაჟომია. ყოველი…
2024 წლის 28 მაისს სემინარიის I კურსისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის I-II კურსების სტუდენტები ქუთაისისკენ გაემგზავრნენ. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. სტუდენტებმა დაათვალიერეს და მოილოცეს ქუთაისის ბაგრატისა და წმინდა გიორგის სახელობის, ასევე, მოწამეთასა და გელათის ტაძრები. ხოლო უბისის ტაძრის მონახულება ვერ მოხერხდა გართულებული საგზაო ვითარების გამო. ექსკურსია წარიმართა სასწავლო-საგანმანათლებლო ფორმატში. რამდენიმე სტუდენტმა ტაძრების მცირე ისტორია…
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი, სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი განცხადებით გამოვიდა, რომელშიც მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებასა და დევნაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს. მან იმედი გამოთქვა, რომ საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში „დასრულდება დიალოგით და ურთიერთგაგების გზების მოძიებით და არა ომის გზით, რომლის მსხვერპლნიც ხდებიან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები“ და ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ ასევე…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ივნისს ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილის, წმიდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსის და წმიდა ღირსმოწამე მიქაელის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი ღირსი დამიანე, მეფეყოფილი დემეტრე იყო წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმიდანი დაახ. 1095 წელს…