ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.11.2025 | 18:49
შემოქმედის ეპარქიას ახალი ტაძარი შეემატა

ამა წლის 27 ნოემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხა, რომლის წინამძღვრად დეკანოზი ბიქტორ გიორგაძე დაადგინა. დღესვე მიტროპოლიტმა იოსებმა დეკანოზი ბიქტორი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. sazu.ge

27.11.2025 | 17:44
კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა პაოლო დელ ბიანკოს

გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც წერილს ბატონი პაოლო დელ ბიანკოს 80 წლის იუბილესადმი. პაოლო დელ ბიანკო მსოფლიოში აღიარებული ხელოვნებათმცოდნე, ცნობილი იტალიელი ქველმოქმედი და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტია. ამასთან, იგი საქართველოს დიდი მეგობარი, თბილისის საპატიო მოქალაქე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორია. საქართველოს მეგობარს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის…

27.11.2025 | 17:43
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს

მის უნეტარესობას, თეოფილე III-ს წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს! უკვე ოცი წელია თქვენ, სირთულეებით სავსე ჩვენს დროში, როგორც პირველიერარქი, ერთგულად ემსახურებით იერუსალიმის ყველასგან გამორჩეულ ეკლესიას და დიდი პატივისცემით სარგებლობთ მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. საქართველოს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა და აქვს…

27.11.2025 | 17:40
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

ამა წლის 26 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემადგენლობით იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე III-ს შეხვდა. დელეგაციის წევრებმა მის უნეტარესობას აღსაყდრების 20…

26.11.2025 | 18:11
სამების ტაძარში მორიგი საყოველთაო ნათლობა ჩატარდა (ვიდეო)

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მორიგი საყოველთაო ნათლობა ჩატარდა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”    sazu.ge

25.11.2025 | 18:56
პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ბავშვი შეემატა (ფოტოქრონიკა)

ამა წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 72-ე ეტაპი ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ბავშვი შეემატა და მათმა საერთო რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. sazu.ge

25.11.2025 | 18:40
საპატრიარქოს დელეგაცია გიორგობის დღესასწაულზე ჰერეთს ეწვია

ამა წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა. საზეიმო წირვას…

21.11.2025 | 17:35
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სპორტული დარბაზი აკურთხა

ამა წლის 17 ნოემბერს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) გორში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან არსებულ სამრევლო სკოლა „უფლის კარავში“ სპორტული დარბაზი აკურთხა.     sazu.ge

20.11.2025 | 18:29
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირთათვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ეპარქიაში სასულიერო პირთათვის გრძელდება საბაზისო ტრენინგების ჩატარება ,,ღირებულებითი განათლებისა” და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების” შესახებ. მორიგი ტრენინგი 18 და 19 ნოემბერს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ჩატარდა. შეხვედრა გახსნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის…

Τα σημαντικότερα νέα