ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.05.2024 | 18:54
საეკლესიო კალენდარი: 29 მაისი

გამოწერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 მაისს ღირსი თეოდორე განწმედილის, მღვდელმოწამისა ალექსანდრე იერუსალიმელი ეპისკოპოსის, მოწამეების: ვიტეს, მოდესტიოსის და კრისკენტიას, ნეტარისა მუზა ქალწულის, გიორგი II-ს, მიტილენელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. თეოდორე განწმედილი ღირსი თეოდორე განწმენდილი ქრისტეს შობიდან 368 წელს ეგვიპტეში დაიბადა მისი მშობლები მდიდარი…

28.05.2024 | 19:09
პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

სამი დღის განმავლობაში, 15, 16 და 20 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარეობდა პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია წარმომადგენლობითი ხასიათისა იყო, მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა კათედრის პროფესორ-მასწავლებლებმა. 20 მაისს, კონფერენციის ბოლო დღეს, გაიმართა სექციური მუშაობა საეკლესიო სამართლის, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ფილოსოფია-ფსიქოლოგიის მიმართულებით. სექციების სამუშაო პროგრამა იხილეთ ქვემოთ:…

28.05.2024 | 19:07
საერთაშორისო სიმპოზიუმი – ”Studia Theologica Doctoralia”

2024 წლის 13 და14 მაისს რუმინეთის ქალაქ იაშში გაიმართა XVI საერთაშორისო სიმპოზიუმი – ”Studia Theologica Doctoralia”. სიმპოზიუმის თემა იყო: თეოლოგიური დისკურსი – სიტყვები, რომლებიც სულიერად აღორძინებენ და კურნავენ. აღნიშნული სიმპოზიუმი ყოველწლიურად ტარდება ქალაქ იაშში. წელს ის მიეძღვნა მნიშვნელოვან მოვლენას – რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2024 წელი გამოაცხადა სნეულებზე პასტორალური მზრუნველობისა და ყველა წმინდა უვერცხლოდ…

27.05.2024 | 17:17
საეკლესიო კალენდარი: 27 მაისი

საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 მაისს მოწამეების ისიდორეს, მაქსიმეს, ასევე იერუსალიმელი პატრიარქის ღირსი სერაპიონ სინდონიტის ლეონტის ხსენების დღეს აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. მოწამე ისიდორე წმიდა მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის…

24.05.2024 | 19:48

,,დღეს წმინდა ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის… ღირსი შიო მღვიმელის და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას….შეგვეწიოს ეს დიდი წმინდანები, რომელთა მთელი ცხოვრება იყო სწრაფვა ღვთისა და სულიერი სრულყოფისკენ” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტე აღდგა! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო,…

23.05.2024 | 19:06
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ ანა (გულიკო) ჩაფიძის გარდაცვალების გამო

ვემშვიდობებით გამორჩეულ ქალბატონს, რომელმაც თავისი პრაქტიკული და მეცნიერული მიღწევებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დიდი მემკვიდრეობაც დატოვა; მან მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და მათ იმედად და ნუგეშად ექცა. იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოსი და პირადად მეც მასთან წლების მანძილზე ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ქალბატონი ანა-გულიკო მაგალითია ჭირსა შინა…

22.05.2024 | 19:01
იტალიის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 22 მაისს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სამღვდელოებასთან ერთად იტალიის პარლამენტის წევრი, ქ-ნი დებორა ბერგამინი, იტალიის ელჩი საქართველოში, ბ-ნი მასიმილიანო დ’ანტუონო და იტალიის საპარლამენტო დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. მეუფე ანდრიამ სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისალმება გადასცა და მადლიერება გამოხატა საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე…

21.05.2024 | 17:44
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მენელსაცხებლე დედათა კვირას

,,თუ გვინდა, მცირედ მაინც ჩავწვდეთ ამ ცხოვრების საიდუმლოებებს… უნდა ვეცადოთ, მივბაძოთ მენელსაცხებლე დედებს, მათი გზით, ქრისტეს სიყვარულის გზით ვიაროთ… ეს სიყვარული გამოიხატება მაცხოვრის მცნებების შესრულებაში, მის დაცვაში…” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მენელსაცხებლე დედათა კვირას ქრისტე აღდგა! სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ…

17.05.2024 | 17:43
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ყველა ქვეყნისთვის არსებითია, მცირერიცხოვანი ერისთვის კი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ჩვენს ახალგაზრდებს, მორწმუნე საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას, – განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, პოლიტიკური პოზიციისა და ასაკისა, ყველას მოგიწოდებთ, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, 17 მაისს გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე. ჩვენ ყოველთვის ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას,…

Τα σημαντικότερα νέα