17 აპრილს, იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი ბასიანე (ზმეევი) თავისი მოადგილის, იღუმენ ნიკონის (გოლოვკო) თანხლებით, იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვია, სადაც იგი თბილად მიიღო წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უწმინდესმა პატრიარქმა თეოფილე III-მ. არქიმანდრიტმა ბასიანემ გულწრფელი მადლობა გადაუხადა მის უნეტარესობას მთლიანობაში რუსეთის სულიერი მისიაზე მამობრივი მზრუნველობისთვის და კურთხევისთვის, რომელიც მან მისცა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს…
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონის, თეოდულე წიგნისმკითხველის, ღირსი პუპლიოს ეგვიპტელის, ღირსთა: ფეონასი, სვიმეონისა და ფორბინესი; ღირსი მარკოზ ათენელისა ღირსი პლატონის, სტუდიელი აღმსარებელის, ღირსი თეოდორა თესალონიკელის ხსენების დღეს აღნიშნავს. „Sputnik საქართველო” მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. აღათოპოდი დიაკონი, და თეოდულე მკითხველი საეკლესიო კალენდარში 18 აპრილი მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონისა, თეოდულე…
18 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ტრადიციული შეხვედრების ფარგლებში სტუმრობდა ფსიქოლოგიის დოქტორი მარინა კაჭარავა. საჯარო ლექციის თემა იყო „პიროვნული ზრდა და ემოციური ინტელექტი“. ქალბატონმა მარინამ ისაუბრა პიროვნების განვითარების პროცესში ემოციური ინტელექტის მნიშვნელობასა და მის ეტაპებზე; გააზრებასა და ემოციურობას შორის არსებულ მიმართებებზე – გააზრების ემოციურობასა და ემოციურობის გააზრებაზე; ბაზისურ ემოციებზე; გრძნობასა და ემოციას შორის არსებულ…
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში წითელი ჯვრის საქმიანობისა და საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ანა მონტავონმა და კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანმა ანიეს ქოთუმ ვრცლად იმსჯელეს საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე აქტივობებზე. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია15 აპრილს წმინდა გიორგი მაწყვერელის, ღირსი ტიტე საკვირველმოქმედის, მოწამეთა: ამფიანესი და ედესის, ასევე მოწამე პოლიკარპეს ხსენების დღეს აღნიშნავს. „Sputnik საქართველო” მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. გიორგი მაწყვერელი საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი წმიდა გიორგი მაწყვერელის (IX-X) ხსენების დღეა. გიორგი მაწყვერელი აწყურის ეპისკოპოსი იყო. ცნობილ მწერალს და საეკლესიო მოღვწეს…
,,მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის მე-4 კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მე-4 კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას….
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 აპრილს ღირსი იოანე კლემაქსის, იოადი წინასწარმეტყველის, მოციქულების: სოსთენის, აპოლოსის, კეფას, კესარიოსის და ეპაფროდიტეს; დიდმოწამე პანტელეიმონის დედის წმიდა ევბულას, ხსენების დღეს აღნიშნავს „Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. იოანე კლემაქი საეკლეიო კალენდრის მიხედვით 2019 წლის 12 აპრილი ღირსი იოანე კლემაქის (+649) ხსენების დღეა. იოანე კლემაქი…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 აპრილს მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების, ღირსი იოანე მეუდაბნოის, წმ. ევსტათი აღმსარებელის, ბითვინიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. „Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. არეთუსიელ ეპისკოპოსი მარკოზი და კირილე დიაკონი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და…
დიდად ვწუხვართ, რომ 58 წლის ასაკში ღვთივ განისვენა დეკანოზმა იოსებ ხოხონიშვილმა, – სიკეთით სავსემ, ქვეყნის ერთგულმა, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ღირსეულმა პიროვნებამ და მოძღვარმა. გულითადად თანავუგრძნობთ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სასულიერო დასსა და მრევლს. აღვავლენთ ლოცვებს დეკანოზ იოსების უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან მართალთა თანა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს, ხოლო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა, მოანიჭოს მშვიდობა…