საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 აპრილს მღვდელმოწამე ანტიპას, ასიის პერგამის ეპისკოპოსის (დაახ. 68); მოწამეთა: პროკესისა და მარტინიანესი (I); ღირსი ფარმუთიოსის (IV); ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა, პერღამის ეპისკოპოსი ანტიპა პერღამელი წმიდა იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე, პერღამის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ნერონის დროს. იმპერატორის ბრძანებით…
ამა წლის 19 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დეკანის, მღვდელი გიორგი ვაშალომიძისა და გალობის პედაგოგის – ლაშა ზაალიშვილის – ხელმძღვანელობით თსას სტუდენტ მგალობელთა გუნდმა დოდო გარეჯელის სახელობის მონასტერი მოილოცა. სასულიერო პირებმა მგალობლებთან ერთად წირვა აღასრულეს. აღსანიშნავია, რომ სემინარიის გუნდმა პირველად იგალობა წირვის სრული რეპერტუარი (გელათისა და სვეტიცხოვლის სამგალობლო სკოლის პრაქტიკა). სტუდენტთათვის მეტად ამაღელვებელი იყო…
2024 წლის 23 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში კონფერენცია სახელწოდებით ,,ცხინვალის რეგიონი – ისტორია და თანამედროვეობა” გაიხსნა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
2024 წლის 23 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების თვესთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: რა არის აუტიზმი, აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მითები და რეალობა, ქცევის მართვის ტექნიკები. შეხვედრას უძღვებოდა ი. ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრის ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპიის სუპერვაიზერი ქეთი დიაკონიძე. ფოტო: ნინო სოზაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
დასკვნითი ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. აღნიშნული პროექტი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით ჩატარდა. ფოტო: ნინო სოზაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
გულითადად მოგესალმებით ყველას, კონფერენციის ინიციატორებს, მონაწილეებს და სტუმრებს. დღეს წარმოდგენილი თემა ,,ცხინვალის რეგიონი – ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)“ ფრიად მნიშვნელოვანია. სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე ფიქრი და მათზე მსჯელობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და ამასთან სავალდებულოა ჩვენთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად ინფორმაციულ დროში; ეს ინფორმაციულობა ხშირ შემთხვევაში ზედაპირული და ღრმა ანალიზს მოკლებულია. ხშირად კი, სუბიექტური და გაყალბებულია. ისტორიის…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 აპრილს მოწამეების ევფსიხიოსის (362) და ვადიმ არქიმანდრიტის (376) ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. მოწამე ევფსიხიოსი საეკლესიო კალენდარში 22 აპრილი მოწამე ევფსიხიოსის (362) ხსენების დღეა. ევფსიხიოსი დაიბადა კაბადოკიის კესარიაში; მშობლებმა იგი ქრისტიანულად აღზარდეს. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს კესარიაში იყო წარმართული…
,,ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში სული სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასევე ყოველდღე ვითხოვთ ეფრემ ასურის ლოცვაში: „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა“. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის მეხუთე კვირას, ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის წმიდა ევტიქის, მორავიის მთავარეპისკოპოსის წმიდა მეთოდიოსის და ღირსი პლატონიდა ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს. „Sputnik საქართველო” მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ევტიქი – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი ევტიქი დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმიდა ევტიქიმ…