ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
22.03.2024 | 17:37
საეკლესიო კალენდარი: 22 მარტი

22 მარტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: 40 მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთ; მოწამისა ურპასიანესი; წმიდისა კესარიოს მკურნალისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ძმისა; მართლისა ტარასისა. Sputik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა წვლილი მიუძღვით ეკლესიის წინაშე. წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320). 313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად…

22.03.2024 | 17:31
24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღეს ვზეიმობთ

გვიახლოვდება ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისათვის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღები, – ავტოკეფალიის აღდგენისა და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების დღე. 1917 წლის 25 მარტს, ღვთის შეწევნითა და გამორჩეულ სასულიერო და საერო პირთა ღვაწლით, ას წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა. ეს იყო და არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მონაპოვარი…

21.03.2024 | 18:21
საეკლესიო კალენდარი: 21 მარტი

ამ დღეს მარლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: ღირსისა თეოფილაქტე აღმსარებელისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა (842-845); მოციქულისა ერმისა (I); მღვდელმოწამისა თეოდორიტესი, ანტიოქელ ხუცისა (361-363); ღირსისა დომეტისა (363). Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენნ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე. ღირსი თეოფილაქტე ნოკომიდიელი (842-845) ხატმებრძოლთა ერესის ბატონობის დროს ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში. იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) სიკვდილის შემდეგ ტახტზე კონსტანტინე VI…

21.03.2024 | 18:18
,,ნებისმიერი სულიერი ღვაწლი მაცხონებელი და სასარგებლოა მაშინ, როდესაც მასში ნატამალიც არ არის ქედმაღლობისა

,,ნებისმიერი სულიერი ღვაწლი მაცხონებელი და სასარგებლოა მაშინ, როდესაც მასში ნატამალიც არ არის ქედმაღლობისა და ამპარტავნების, ხოლო ჩვენი განდიდებისთვის გაკეთებული ყოველი საქმე ფუჭია, ამაოა და სასუფეველს კი არ გვაახლოებს, არამედ გვაშორებს… მარხვის მიზანი არის სიმდაბლისა და თავშეკავების მოხვეჭა. თუ ჩვენ მარხვა გვექცევა ამპარტავნების საბაბად, მაშინ ასეთი მარხვა, რა თქმა უნდა, არასწორი და საზიანოა…” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის,…

21.03.2024 | 18:16
მარხვა არის საუკეთესო საშუალება ვნებების დამარცხებისა და ბოროტ სულებთან ბრძოლისთვის…

მარხვა არის საუკეთესო საშუალება ვნებების დამარცხებისა და ბოროტ სულებთან ბრძოლისთვის… მარხვისგან მოთოკილი და დამორჩილებული სხეული სულს ანიჭებს თავისუფლებას, ძალას, სიწმინდეს, სიფხიზლეს და სინატიფეს… მარხვასა და ლოცვას დიდი შრომა სჭირდება, ეს მთელი ცხოვრების ღვაწლი უნდა იყოს… როდესაც გონივრულად ვშრომობთ, ღმერთი ყოველთვის გვეხმარება და წარმატებით ასრულებს ჩვენს ყოველივე კეთილ წამოწყებას… საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ…

20.03.2024 | 17:42
საეკლესიო კალენდარი: 20 მარტი

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: წმ. მღვდელმოწამეთა, ხერსონის ეპისკოპოსთა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ესთერისა, ელპიდიოსისა და აგათოდორესი; ღირსისა პავლესი; წმ. პავლე აღმსარებელისა, პრუსიადელი ეპისკოპოსისა; ღირსისა ემელიანე იტალიელისა. Sputnik-საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ…

19.03.2024 | 15:31
საეკლესიო კალენდარი: 19 მარტი

19 მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: მღვდელმოწამისა დოსითეოზისა, 42 ამორეველთა მოწამეთა, წმიდა ელენე დედოფლის მიერ ჭეშმარიტი ძელისა და სამსჭვალთა პოვნას იერუსალიმში; ღირსმოწამეთა: კონონისა და ძისა მისისა კონონისა; ღირსისა არკადი კვიპრელისა. ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი – მღვიმებისა…

19.03.2024 | 15:29
პატრიარქის დალოცვა შენდობის დღეს

როგორც ცნობილია, ორშაბათიდან იწყება დიდი და წმინდა მარხვა, რომელიც მოიცავს 40 დღესა და ვნების შვიდეულს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომამზადებელ შვიდ შვიდეულს წარმოადგენს. დღეს, კვირა საღამოს, ყველა ტაძარში ტარდება შენდობის მსახურება, რომელიც ყველას შეახსენებს სინანულის მაცხოვნებელ მნიშვნელობას. შემდეგ კი სასულიერო პირებიც და მორწმუნენიც ერთმანეთს სთხოვენ პატიებას, რათა განწმენდილი სულიერი მდგომარეობით, – ურთიერთ მიმტევებლობით, სინანულითა და…

19.03.2024 | 15:26
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბულგარეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს   მისი უწმინდესობის, ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს, გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც თქვენი ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის, ისე მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსათვის. მან პირველიერარქის რანგში 11 წელი იმოღვაწევა, თუმცა თავისი ცხოვრება ახალგაზრდობიდანვე ეკლესიას დაუკავშირა და თავდაუზოგავი შრომით წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ცხოვრებაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც. ვუსამძიმრებთ ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდს, სასულიერო და საერო დასს…

Τα σημαντικότερα νέα