ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.03.2024 | 16:37
2024 წლის 12 მარტს საქართველოს საპატრიარქოში სტუმრად იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის ელჩი, ბატონი აშოტ სმბატიანი.

ელჩს უმასპინძლა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). შეხვედრისას საუბარი სომხეთისა და საქართველოს წინაშე დღეისათვის მდგომ გამოწვევებს და სამეზობლო ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური  

12.03.2024 | 18:00
საეკლესიო კალენდარი: 12 მარტი

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსისა ბასილი აღმსარებელისა, მღვდელმოწამისა პროტერიოსისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა, მღვდელმოწამისა ნესტორისა, ღირსთა დედათა მარინასი და კირასი; ღირ. კასიანე რომაელისა; ღირ. იოანესი, მოწ. თეოქტირისტესი, ხსენების დღეს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. ღირსი ბასილი აღმსარებელი ბერი იყო. ის მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებისათვის ეწამა ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741)…

11.03.2024 | 17:06
,,წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე

,,წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკათ…” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ხორციელის კვირიაკეს, საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო…

11.03.2024 | 17:00
საეკლესიო კალენდარი: 11 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 მარტს ღირსი პროკოპი დეკაპოლელის და ღირსი თალალე სირიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. პროკოპი დეკაპოლელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 მარტი ღირსი პროკოპი დეკაპოლელის ხსენების დღეა. პროკოპი გალილეის ტბის აღმოსავლეთით, დეკაპოლის, ანუ ათქალაქის ოლქში მოღვაწეობდა. წმინდა პროკოპი თავის თანამოღვაწე, წმინდა ბასილისთან…

08.03.2024 | 17:40
საეკლესიო კალენდარი: 8 მარტი

საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 8 მარტს სმირნელი ეპისკოპოსის მღვდელმოწამე პოლიკარპეს, ასევე სირიელი მეუდაბნოეების: იოანეს, ანტიოქეს, ანტონინეს, მოსეს, ზევინის, პოლიქრონის, სხვა მოსეს და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. პოლიკარპე სმირნელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 8 მარტი მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის ხსენების დღეა. პოლიკარპე I საუკუნის მიწურულს დაიბადა…

07.03.2024 | 16:48
საეკლესიო კალენდარი: 7 მარტი

საქართველოს მართლმადიებელი ეკლესია 7 მარტს კოლაელი ცხრა ყრმის, მოწამეების: მავრიკიოსისა და 70 მხედრის, ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვების, სირიელი მეუდაბნოეების , თალასის ლიმნის, და ვარადატის, ასევე ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. ცხრა ყრმა კოლაელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი ცხრა ყრმა…

06.03.2024 | 12:51
საეკლესიო კალენდარი: 6 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 მარტს ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის ევსტათის და ამასტრიდელი ეპისკოპოსის გიორგი ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. ევსტათი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 6 მარტი ევსტათი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეა. ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი ევსტათი III საუკუნის II ნახევარში დაიბადა. იგი ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო, ხალხის…

06.03.2024 | 12:49
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

2024 წლის 4 მარტს ბელგრადში, სერბეთის საპატრიარქოს სატახტო დარბაზში, სერბეთის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის განკარგულებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი სერბეთის დროშის (II ხარისხის) ორდენით დააჯილდოვა. დეკანოზ ნიკოლოზ ბალაშოვს ეს მაღალი სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა სერბეთის სახელმწიფო მეთაურის 2022 წლის 11 თებერვლის ბრძანებულებით „სერბეთის…

05.03.2024 | 18:08
საეკლესიო კალენდარი : 5 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 მარტს კატანელი ეპისკოპოსის ღირსი ლეონის, სპარსელი ეპისკოპოსი მღვდელმოწამე სადუკის, და 128 მოწამის. ასევე რომის პაპის აღათონის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. ლეონი, კატანელი ეპისკოპოსი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 5 მარტი წმინდა ლეონის ხსენების დღეა. ლეონი, სიცილიის ქალაქ კატანის ეპისკოპოსი იყო, ის…

Τα σημαντικότερα νέα