ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.02.2024 | 17:07
საეკლესიო კალენდარი: 18 თებერვალი

18 თებერვალს ეკლესია მოწამისა აღათიასი (251); მოწამეთა: თეოდულიასი, ელადისა, მაკარისა და ევაგრესი (დაახ. 304); წმ. თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (1696).ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას, მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და ბრძანა, შეეპყროთ ქრისტიანი ქალწული. წმიდანი კატანში…

20.02.2024 | 16:58
მღვდელმთავრების შეხვედრა პატრიარქთან

ა.წ. 20 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შეხვედრა მღვდელმთავრებთან. განხილულ იქნა შემდეგი თემები: ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდა, მომხმარებლის ასაკის შემცირების, კლუბური ნარკოტიკის და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები, ოჯახის მხარდაჭერის საკითხები და სხვა. გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა შეხვედრის მონაწილენი და სრულიად საქართველო….

19.02.2024 | 18:37
საეკლესიო კალენდარი: 19 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 თებერვალს არსენ იყალთოელს, სმირნელი ეპისკოპოს ვუკოლეს, ბარსანოფ დიდსა და იოანე წინასწარმეტყველს იხსენიებს Sputnik -საქართველო მოგითხრობთ, თუ ვინ იყვნენ ისინი და რატომ აღნიშნავს მათი ხსნების დღეს 19 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. არსენ იყალთოელი არსენ იყალთოელი XI–XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი იყო. სრული ბიოგრაფიული ცნობარი წმიდა მამის შესახებ არ მოგვეპოვება,…

19.02.2024 | 18:27
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის წევრები მის უწმინდესობას შეხვდნენ

ა.წ. 19 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან შეხვედრა შედგა. ფონდის აღმასრულებელი მდივნის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მოკლე მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ფონდის მენეჯერმა, ბ-ნმა ლაშა ჟვანიამ წარმოადგინა ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. მისმა უწმინდესობამ ფონდის ხელმძღვანელები, წევრები და შემომწირველები დალოცა, მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის და  გამოთქვა…

19.02.2024 | 18:24
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ა.წ. 18 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე მიიღო. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. ეკლესიის მეთაურმა დალოცა ბ-ნი ირაკლი კობახიძე და წარმატებები უსურვა ქვეყნის აღმშენებლობაში. patriarchate.ge

16.02.2024 | 17:04
საეკლესიო კალენდარი: 16 თებერვალი

16 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მართლისა სვიმეონ ღმრთისმიმქუმელისა და ანნა წინასწარმეტყველისა; წინასწარმეტყველისა აზარიასი; მოწამეთა: პაპიუსისა, დიოდორესი და კლავდიანესი; მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ეგვიპტის მეფე პტოლემეოს II ფილადელფოსმა (285-247 ქრისტეს შობამდე) ისურვა, თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმიდა წერილის წიგნებით შეევსო. ამ მიზნით, მან მწიგნობრები…

16.02.2024 | 16:59
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ლიდერებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართება

2024 წლის 17 თებერვალს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ლიდერებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მიზანია ქართული ეკლესიის ხედვის გაცნობა, რაც გულისხმობს ქვეყანაში ღირებულებითი განათლების ხელშეწყობასა და გაძლიერებას. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილული იქნება თანამშომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები. მოგეხსენებათ, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქტიურად განაგრძობს ზოგადსაგანმანათლებო (არამხოლოდ) დაწესებულებებში ქართველი…

15.02.2024 | 16:18
მეუფე შიო: სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ეკლესიას, რატომ ხდება ეს? – იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე

ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული… მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს.. მას სურს ყოველ ჩვენგანთან შეხვედრა და გვაძლევს კიდეც ამის შესაძლებლობას ეკლესიაში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) მირქმის დღესასწაულზე სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ…

15.02.2024 | 16:14
საეკლესიო კალენდარი: 15 თებერვალი

15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს მირქმას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, მაგრამ VI საუკუნემდე იგი გამორჩეულად არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას სხვა დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი…

Τα σημαντικότερα νέα