ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
06.11.2025 | 18:07
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ბეთანიასა და მანგლისში

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით, სტუდენტებს გასვლითი ხასიათის ლექცია-სემინარი ბეთანიისა და მანგლისის რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიული ლოკაციაზე ჩაუტარდათ. კერძოდ, სტუდენტებმა მოინახულეს და შეისწავლეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (XII – XIII სს.) და მანგლისის სიონი ( V – XI სს.). ტაძრების ისტორიის, არქიტექტურისა და კედლის…

05.11.2025 | 17:35
გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)

დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ გუშინ, გვიან ღამით, 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მეუფის ხსოვნა. მისი ცხედარი დღეს, 5 ნოემბერს, დასვენდება სიონის საკათედრო ტაძარში და სამი დღის მანძილზე გადახდილ იქნება პანაშვიდები, წირვები კი დაიწყება 9:00 საათზე. გამოსვენება შედგება შაბათს, 14:00 საათზე, დაკრძალვა კი, – ქოშიგორას მონასტერში, იქ, სადაც…

04.11.2025 | 18:11
ᲛᲘᲢᲠᲝᲞᲝᲚᲘᲢᲛᲐ ᲨᲘᲝᲛ ᲤᲘᲜᲔᲗᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲜᲝᲛᲘᲣᲠᲘ ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲘᲡ ᲛᲔᲗᲐᲣᲠᲡ ᲣᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲐ

ამა წლის 4 ნოემბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქოში ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს ელიას (ვალგრენი) უმასპინძლა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და სხვა სასულიერო პირები. გაცნობითი ხასიათის შეხვედრამ გულთბილ…

03.11.2025 | 11:04
დედაქალაქის საკრებულოს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი ეწვია

თბილისის საკრებულოს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი ეწვია, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, უმასპინძლა. სტუმრებს სიტყვით ზურაბ აბაშიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ წმინდა მამების სტუმრობა ახლადარჩეულ საკრებულოში სიმბოლური აქტია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ათონელი ბერების ლოცვა-კურთხევა სამომავლო საქმიანობაში არაერთი წარმატების მომტანი იქნება. „ჩვენთვის დღეს დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ათონის წმინდა მთის…

31.10.2025 | 16:53
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომლოცველობითი ტური მცხეთაში

ამა წლის 29 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომლოცველობითი ტური ამჯერად მცხეთაში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრები, მათი თანმხლები პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრები. ტურის მონაწილეებმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, სამთავროსა და ჯვრის მონასტრები და იქ…

31.10.2025 | 16:49
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა სინას, ფარანისა და რაითის მთავარეპისკოპოსს

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სინას, ფარანისა და რაითის მთავარეპისკოპოსს და სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის წინამძღვარს, მეუფე სვიმეონს თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მიიღეთ ჩვენი მილოცვა სინას მთის მთავარეპისკოპოსად თქვენს არჩევასა და მღვდელმთავრად კურთხევასთან დაკავშირებით. ყოვლადმოწყალე ღმერთმა ინება, რომ თქვენ ყოფილიყავით უძვირფასესი სიწმინდისა და მადლით განმსჭვალული ადგილის — სინას მთისა და წმინდა ეკატერინეს მონასტრის — წინამძღვარი, სულიერი მოძღვარი და მზრუნველი…

30.10.2025 | 18:27
პატრიარქის ბრძანება სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი

ბრძანება N 84 სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 29.10.2025 sazu.ge

29.10.2025 | 18:44
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისაგან არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია „ვერ და არ გაიმართება“ (25.10.2025), იგი კვლავ იმეორებდა (27.10.2025), რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე (29.10.2025) არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება,…

29.10.2025 | 18:43
კაპელანმა დავით კასრაძემ იუნკრები დალოცა

ამა წლის 27 ოქტომბერს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკრებმა, ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიას აკადემიის ხელმძღვანელებთან, იუნკრების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, აკადემიის კაპელანი, დეკანოზი დავით კასრაძეც ესწრებოდა, რომელმაც კურსდამთავრებულები დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო…

Τα σημαντικότερα νέα