ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.01.2024 | 16:37
სადღესასწაულო წირვა ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.

2024 წლის 7 იანვარს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა ჩაატარა ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს შესრულდა საზეიმო ლიტანიობა ტაძრის გარშემო, შემდეგ კი მეუფემ ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს. ასევე მსახურებაზე ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის საშობაო ეპისტოლე იქნა წაკითხული. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese…

09.01.2024 | 16:32
პედაგოგიური საბჭოს სხდომა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში

პედაგოგიური საბჭოს სხდომა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში. 2024 წლის 8 იანვარს, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). სხდომაზე განხილული იყო მიმდინარე საკითხები და 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრის გეგმა. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese…

09.01.2024 | 16:30
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს მელქისედეკის საშობაო ეპისტოლე

„იშვა, ვითარცა არს შობაჲ ბუნებისაჲ ურცხჳნელად, უჴრწნელად, უვნებლად“ (წმ. ეპიფანე კვიპრელი). ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო! ქრისტე იშვა! ყოვლადმოწყალე უფალმა ინება, რომ ამ წმინდა კათედრიდან კიდევ ერთხელ მომელოცა თქვენთვის შობის დიდებული დღესასწაული, ერთად გვედიდებინა ყოვლისშემძლე ღმერთი, ხოლო წუთისოფლის მკვიდრთათვის კი მშვიდობა და სათნოება გვესურვებინა. გაიარა კიდევ ერთმა, განსაცდელებითა და გამოწვევებით სავსე წელიწადმა, იწყება ახალი წელი,…

08.01.2024 | 17:06
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე ყველა, ვინც სათნო…

05.01.2024 | 16:21
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 91 წლის შესრულდა

ა.წ. 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 91 წელი შეუსრულდა. მის უწმინდესობას დაბადების დღე მიულოცეს მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონოზვნებმა, მრევლის წარმომადგენლებმა. მათ ჩვენი ეკლესიის მამამთავარს მადლობა გადაუხადეს ათწლეულების მანძილზე ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დალოცა სრულიად საქართველო. patriarchate.ge

04.01.2024 | 15:46
დეკანოზი შალვა კეკელია: მთელი ერი ბედნიერია, რომ ღმერთმა ასეთი პატრიარქი გვაჩუქა

მთელი ერი ბედნიერია, რომ ღმერთმა ასეთი პატრიარქი გვაჩუქა. მე ბედნიერი ვარ, რომ იმ დროს მომიწია ცხოვრება ქვეყანაზე, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა. მან ქვეყანას ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. „ჩემთვის კიდევ დიდი პატივი იყო, რომ მე მასთან მომიწია მსახურება როდესაც პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა, ყველას გვახსოვს, რომ…

04.01.2024 | 15:43
შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს! ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში. ,,ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს! ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში….

04.01.2024 | 15:41
სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია, გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის…

04.01.2024 | 15:37
საქართველოს პატრიარქს 91 წელი შეუსრულდა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 91 წელი შეუსრულდა. ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად;…

Τα σημαντικότερα νέα