ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან ▪️ ჰელოუინის შესახებ სხვა და სხვა გადმოცემა არსებობს. მასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთისსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს. ▪️ ადამიანთა უმრავლესობა ჰელოუინს აკავშირებს წარმართულ ირლანდიურ დღესასწაულ ,,სამაინთან’’ და კარლოს დიდთან (742?-814); ▪️ თავისი იმპერიის განათლების მიზნით კარლოს…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ 1 ნოემბერს დაფუძნებული ფონდი ,,გაამწვანე საქართველო“ 10 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ა.წ. 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, ფონდის ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო 150 კიპარისი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე,…
ღვთივ განისვენა სიონის საკათედრო ტაძრის უძველესმა მრევლმა, ყველასათვის საყვარელმა, გამორჩეულმა და პატივსაცემმა ქალბატონმა ელენე (ზამირა) მახარაძემ. იგი ათეისტური რეჟიმის პირობებშიც არ უშინდებოდა რეპრესიებს და თავის სიყვარულს უფლისა და ეკლესიისადმი ყველას წინაშე უშიშრად ავლენდა; ამასთან, ამ გრძნობას თავის პატარა აღსაზრდელებს და გარშემომყოფთაც უნერგავდა და წლების მანძილზე მაგალითს აძლევდა მათ. ცხოვრების ასეთი წესი გმირობის ტოლფასი იყო იმ…
ა.წ. 22 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 68-ე ეტაპი ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს 800-ზე მეტი ბავშვი შეემატა. ამჟამად მის უწმინდესობას 47000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. ნათლულებს და მათ ახლობლებს მისმა უწმინდესობამ შემდეგი სიტყვებით მიმართა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ღმერთმა დალოცოს დღეს მონათლულები. ღმერთმა დალოცოს მათი მშობლები და ოჯახის წევრები….
ა.წ. 21 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში შემოდგომის ფესტივალი ჩატარდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებს – დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პირველად სწორედ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გაიმართა 2011 წელს და მას შემდეგ ყოველი წლის ოქტომბერში დიდი სიხარულითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. წლევანდელ ფესტივალს გიმნაზია…
ელჩობის ვადის გასვლის გამო, ამ დღეებში საქართველოს დატოვებს წმინდა საყდრის დესპანი და დიპლომატიური კორპუსის დუაიენი, მისი აღმატებულება, ჟოზე ა. ბეტანკური. ხუთშაბათს, 19 ოტომბერს, იგი დასამშვიდობებლად ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს და თავისი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია ll–მ მადლობა გადაუხადა ელჩს ჩვენს ქვეყანაში გაწეული ფრიად ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის და შემდგომი წარმატებები უსურვა. patriarchate.ge
19 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიას ესტუმრა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მარიამ ცაცანაშვილი. მან წაიკითხა ლექცია თემაზე „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების ისტორიული მნიშვნელობა“. საჯარო ლექციას სასწავლებლის სტუდენტები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მომხსენებელმა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ოთხ მოდელზე ისაუბრა, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოშია გავრცელებული, უფრო ვრცლად კი განიხილა ქართული მოდელი –…
6 ოქტომბერს ბალამანდის უნივერსიტეტში (ლიბანი) გაიმართა საერთაშორისო კონფერენციის გახსნა – „ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია მე-15-დან მე-18 საუკუნემდე: ისტორიის სწორი გაგებისათვის“, – იუწყება დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის ტახტთან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენლობის ვებგვერდი. კონფერენცია დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე X-მ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა, ანტიოქიის…
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე გულითადად ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს – ბ-ნ დავით გურგენიძეს – საიუბილეო თარიღს, დაბადებიდან 60 წელს. აკადემიკოსი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი დავით გურგენიძე 2020 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. იგი, წინამორბედი რექტორების მსგავსად. უდიდესი პასუხისმგებლობითა და კვალიფიციურობით, ღირსეულად აგრძელებს უნივერსიტეტის…