ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.08.2023 | 18:01
გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები

გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,, იცანი” ორგანიზებით იმართება. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 31 ივლისს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასთან არსებულ „ჯარის ბანაკში” გაიმართა, წარმოდგენილი იყო სპექტაკლი, რომელიც წმინდა ამბროსი აღმსარებელს (ხელაია) მიეძღვნა. ფოტო: ლუკა გალდავა საქართველოს საპატრიარქოს…

31.07.2023 | 17:32
წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღე.

2023 წლის 28 ივლისს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), წმიმდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღესთან დაკავშირებით, მოილოცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კახორის წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარი, მეუფემ აღავლინა სავედრებელი პარაკლისი, ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და მიულოცა დღესასწაული. Melkhisedek Khachidze მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

28.07.2023 | 17:00
გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და შემოქმედებითი სტუდიის, “5+2” ორგანიზებით იმართება.

გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და შემოქმედებითი სტუდიის, “5+2″ ორგანიზებით იმართება. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 24 ივლისს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასთან არსებულ „ჯარის ბანაკში” გაიმართა, წარმოდგენილი იყო ილია ჭავჭავაძის “განდეგილის” მიხედვით, რეჟისორ თემო კუპრავას მიერ დადგმული სპექტაკლი “ილია და თეატრი”,…

27.07.2023 | 16:24
წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში შედგა საქართველოს ეკლესიის იერარქის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას დისერტაციის დაცვა

14 ივლისს წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოში წარმატებით ჩაიარა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია) დისერტაციის დაცვამ ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. დისერტაციის თემაა «„ვახანის ქვაბების“ წეს-განგება: ადგილი და მნიშვნელობა ძველ ქართულ სამონასტრო ტრადიციაში“». ნაშრომი ეძღვნება ერთ-ერთი უძველესი ქართული მონასტრის – ცნობილი ვახანის მონასტრის (ვახანის მღვიმეების) წეს-განგების (ტიპიკონის) შინაარსისა და ფორმირების…

26.07.2023 | 19:43
წლის ივლისს, ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა (საზაფხულო ბანაკი)

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, უკვე 5 წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: ,,ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“ რომელიც მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს კეთილგანწყობა და აღადგინოს მეგობრული ურთიერთობები ქართველებსა და ოსებს შორის. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 17–26 ივლისს, ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა (საზაფხულო ბანაკი), სადაც 40 ქართველმა და ოსმა ახალგაზრდამ…

25.07.2023 | 15:34
კონკურსი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აკადემიური პერსონალისთვის ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში (პოლონეთი) ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად

მიმდინარე კონკურსი: კონკურსი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აკადემიური პერსონალისთვის ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში (პოლონეთი) ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/08/2023 – 20/09/2023 ცხადდება კონკურსი თსას-ის აკადემიური პერსონალისთვის ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში (პოლონეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად! კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: თსას-ის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მინიჭებული აქვს თეოლოგიის დოქტორის…

24.07.2023 | 18:12
საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი

14 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიება მიეძღვნა ქართული წიგნის ისტორიის ორ მნიშვნელოვან თარიღს – პირველი სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნისა (1643 წელს მარიო მაჯიომ იტალიაში დასტამბა „ქართული ენის გრამატიკა“) და პირველი ქართული სტამბის შექმნას (1708 წელს ვახტანგ VI-ის თაოსნობით). ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტთა აკადემიური პერსონალის ავტორობითა…

24.07.2023 | 18:09
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მორიგი პროექტის, „ამბავი, რომელიც გაგაცნობს ღმერთს“, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პროექტის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ მოზარდეთან ურთიერთობისა და მათთვის ცოდნის გადაცემისა.   ფოტო: ნინო სოზაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

20.07.2023 | 17:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო

ქართველ ხელოვანთა რიგებს კიდევ ერთი ადამიანი-ლეგენდა, ქართული ცეკვის ვირტუოზი, ბატონი ომარ მხეიძე გამოაკლდა. მას კარგად ვიცნობდი, რადგან ხშირად მოდიოდა ჩვენთან და თავისი შემართებით, ქვეყნის სიყვარულით, მონდომებით … გამოირჩეოდა. ღმერთმა აცხოვნოს ბატონი ომარის უკვდავი სული და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა.   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი   patriarchate.ge

Τα σημαντικότερα νέα