2023 წლის 23 აპრილს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ესტუმრა ფოთისა და ხობის ეპარქიას, სადაც კვირაცხოვლობის დღესასწაულთან და ფოთის მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარის გახსნიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფოთის მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მასპინძლობით, და წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით, მიიღო მონაწილეობა…
2023 წლის 16 აპრილს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტანიობა და საღმრთო ლიტურგია აღავლინა, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. წირვას ესწრებოდა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ბატონი ზვიად შალამბერიძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი ვასილ გველესიანი. წირვის დროს წაკითხული იყო ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის სააღდგომო ეპისტოლე ეპარქიისადმი….
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტისა და მასთან არსებული შემოქმედებითი. სახელოსნოების ინიციატივით, ქსოვილების მხატვრული დამუშავების სახელოსნოში ტრადიციული ,,სააღდგომო გამოფენა“ მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგის – ხატწერის, ოქრომკერდითა და ჯვრული (ხევსურული) ქარგვის, თექის, ფარდაგისა და ბატიკის – ნიმუშები. გამოფენაში მონაწილეობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. წარმოდგენილი იყო თემატური და…
7 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ მიერ პირველად ორგანიზებული – ,,ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის“ – დასკვნითი ღონისძიება. საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად ფორუმში მონაწილეობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებიც. ღონისძიება პანელური ხასიათისა იყო, სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და მოსაზრებები გაეროს მდგრადი…
კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა კულტურის სამინისტროს მიერ დალუქული შენობის დამცავი ჟალუზები დააზიანეს. მოსკოვის საპატრიარქოს მრევლმა შენობაში შესვლა სცადა, რომელიც დღეს დილით კულტურის სამინისტროს კომისიამ დალუქა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯგუფმა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორია უკვე დატოვა. კიევის პოლიციის ინფორმაციით, ამჟამად ინციდენტის იურიდიული კვალიფიკაციის…
სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი) …
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ტარდება. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა. დიდი ხუთშაბათის…
არ არსებობს სხვა საზრდო და სხვა პური იესო ქრისტეს გარდა, რომელსაც ძალუძს ჩვენი დაპურება და განძღება, ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება, ხოლო ამ შეერთების შედეგად ადამიანი ეზიარება ნეტარ შინაგან სიმშვიდეს, რაც არის ცათა სასუფეველი, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ვნების კვირის ხუთშაბათს ქადაგებისას აღნიშნა….
ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღესრულება. წირვის დასრულების შემდეგ, სამეუფო წირვაზე ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც მღვდელმთავარი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს. დიდ ხუთშაბათს, დღის ბოლოს, ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა….