ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.08.2022 | 16:32
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია; დიდია ჩვენი გულისტკივილიც. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან დასვენებულნი იქნებიან წ.მ. სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე. სამშაბათსვე, 14:00 საათზე, სამთავისის ტაძრის ეზოში დაიკრძალება მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე დამიანე . შევნშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ…

01.08.2022 | 16:31
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

დიდია ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც რვა პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი, ფაქტობრივად, მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია. აღვავლენთ ლოცვებს…

29.07.2022 | 16:16
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ფოთის საეპარქიო სახლში უმასპინძლა მის აღმატებულებას, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენელს, ელჩ კელი დეგნანს.

ელჩმა დეგნანმა მეუფე გრიგოლს მიულოცა ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის (SVOTS) საპატიო დოქტორის წოდება. შეხვედრისას ელჩმა დეგნანმა დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორისადმი საელჩოს ღრმა პატივისცემა. საუბრისას, ასევე, ორმხრივად აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს სამომავლო განვითარების საქმეში. ელჩმა დეგნანმა ინტერესი გამოხატა ახალი საქართველოს…

28.07.2022 | 15:26
კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავჯდომარის, – შეიხულისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადეს სამადლობელი წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი

მის უწმიდესობას, ილია მეორეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჩემო ძვირფასო ძმაო, მაქვს პატივი მოგიკითხოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა ღრმა მადლიერების გრძნობით თქვენს მიმართ და საპატრიარქოს ყველა წარმომადგენლის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ გვიმასპინძლეთ ჩვენი ვიზიტის დროს მეგობრულ საქართველოში 2022 წლის 21-23 ივლისს, რომელიც თქვენი უწმინდესობის მოწვევით განხორციელდა და გულწრფელი და ნაყოფიერი შეხვედრებით გამოირჩეოდა. სტუმართმოყვარეობამ და ძმურმა მიღებებმა…

27.07.2022 | 18:02
ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიეტუვამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც ლიეტუვური მედიისთვის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გახდა ცნობილი, ლიეტუვამ კირილე არასასურველი პირების სიაში ჯერ კიდევ 23 ივნისს შეიყვანა, თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა. ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატრიარქი კირილი „შავ…

26.07.2022 | 16:10
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენზე უფალი უშვებს სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, ან სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ცხოვრებაზე, ღმერთისადმი დამოკიდებულებაზე, შეცდომებზე

ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით… გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის, – ამის შესახებ საპატრიარქო…

26.07.2022 | 16:00
დახმარება უკრაინიდან ლტოლვილებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ორგანიზაცია ,,დავითიანნმა“ დაიწყო ჰუმანიტარული მისიის მეორე ეტაპის ორგანიზება საქართველოში მყოფი დევნილი უკრაინელი მოსახლეობისათვის. 25 ივლისიდან სამების ეკლესიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საინფორმაციო-ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი, სადაც დახმარების გაწევა შეუძლია ყველა მსურველს, ნებისმიერი ფორმით – იქნება ეს საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი თუ სხვა საჭირო ნივთი, რომლის დახარისხებას და გაცემას უზრუნველყოფენ ,,დავითიანნისა“ და ორგანიზაცია ,,ჩვენი…

25.07.2022 | 17:07
პროექტი – „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის მხარდაჭერით, 2007 წლიდან ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის მშენებლობას ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აზრთა ლიდერების ჩართულობით. ფონდი „ლაზარე“, ტრადიციულად, წელსაც, 21-30 ივლისს, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში პროექტის მთავარ კომპონენტს – ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას (საზაფხულო ბანაკს) მართავს, სადაც მონაწილეობას იღებს ქართველი, აფხაზი,…

22.07.2022 | 14:06
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 21 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშაზადე მიიღო თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრები, საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი ფაიგ გულიევი და დელეგაციის სხვა წევრები….

Τα σημαντικότερα νέα