საღვთო ლიტურღიის მეორე თხოვნით კვერექსის შემდეგ, მოდის მესამე, რომელიც აგრეთვე მშვიდობის თემას ეხება. დიაკვანი ამბობს: ,,მთელი ქვეყნიერების მშვიდობისათვის, ღვთის წმინდა ეკლესიების კეთილდღეობისათვის და ყველას უფალთან შეერთებისათვის, ვილოცოთ”. ამ თხოვნით ეკლესია, როგორც მოსიყვარულე დედა, მოგვიწოდებს სიყვარულითა და სხვებისთვის მზრუნველობით ვილოცოთ. სხვა მორწმუნეები, რაც არ უნდა შორს იყვნენ, და რომელი ეროვნების ხალხსაც არ უნდა განეკუთვნებოდნენ, ჩვენი ძმები…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 თებერვალს წმიდა იოანე ოქროპირის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს. იოანე ოქროპირი მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი – იოანე ოქროპირი 407 წელს გარდაიცვალა ქალაქ კომანში, გადასახლების ადგილისაკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს ბევრი მტრობდა. მის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო დედოფალი ევდოქსია. სწორედ მისი დაჟინებით ჩამოაცილეს წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს. იოანე ოქროპირის…
2022 წლის 6 თებერვალს მსოფლიო საპატრიარქო წმინდა ფოტიოს დიდი კონსტანტინოპოლელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი წმინდა ფოტიოსის მიერ აგებულ ხალკის წმინდა სამების სახელობის მონასტერს ეწვია. საზეიმო მსახურებას ათონის წმინდა მთიდან მოწვეული მონაზვნებიც ესწრებოდნენ. წმინდა ფოტიოს დიდი კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი გახლდათ, რომელიც 820-893 წლებში მოღვაწეობდა. მისი ინიციატივით მოხდა ორი დიდი…
კრეტის მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი მწყემსმთავარი ყავს, მთავარეპისკოპოსი ევგენი რომელიც გუშინ 5 თებერვალს საზეიმოდ აღასაყდრეს. ტრადიციისამებრ კრეტის მართლმადიდებელი (ნახევრად ავტონომიური) ეკლესიის ახალ მეთაურს მთავარეპისკოპოს ევგენის მეორე სამკერდე პანაღია მიტროპოლიტმა ირინეოსმა გადასცა. მიტროპოლიტი ირინეოსი 3 თვის განმავლობაში გახლდათ კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის სამთავარეპისკოპოსო ტახტის მოსაყდრე. wenews.ge
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, უკვე მესამე წელია განსხვავებულად აღინიშნება მირქმის დღესასწაული; კერძოდ, ჩვენს რეგიონებში და განსაკუთრებით სვანეთში დაცული ძველი წესის,− „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) და ძველ საღვთისმსახურო წიგნთა მონაცემების გათვალისწინებით. სვანეთში შემორჩენილი ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ საეკლესიო მსახურების შემდეგ ბავშვების გუნდი ანთებული სანთლებით…
მის უდიდებულესობას, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს. თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკურთრებული და უმნიშვნელოვანესია როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში. გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო…
იღუმენია გეორგიას გარდაცვალების გამო მინდა გამოვხატო ჩვენი საერთო გულისტკივილი იერუსალიმის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის (გორნინსკის) წინამძღვრის იღუმენია გეორგიას (შჩუკინა) გარდაცვალების გამო. მარადიულობის მკვიდრი გახდა დიდი ადამიანი, უფლის სამსახურში დამაშვრალი დიდი მოღვაწე, მაღალი სულიერების მქონე, თავმდაბალი, სიკეთით სავსე პიროვნება, რომელიც თავის დედობრივ მზრუნველობას არავის აკლებდა და ამასთან, ღირსებას ღირსეულად ინარჩუნებდა. მას გამორჩეულად უყვარდა საქართველო და…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ინტრონიზაციის მე-13 წელი აღნიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქ კირილეს მისალოცი წერილები თექვსმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან მეთაურთაგან მხოლოდ ექვსმა გაუგზავნა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მოსკოვის საპატრიარქოში შევიდა რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ოკუპირებული საქართველოს მამამთავრის ილია მეორის ოფიციალური მისალოცი წერილი რუსეთის პატრიარქ კირილესადმი, სადაც…
ტრაპიზონის ღვთისმშობლის სახელობის სუმელას ისტოირული მონასტერი თურქეთის მთავრობის ნებართვით ღამის კლუბად გადაკეთდა. არსებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მონასტრის ცენტრში მოეწყო სპეციალური ადგილი, სადაც განთავსდება მუსიკალური აპარატურა და მუსიკოსები ელექტრო მუსიკას დაუკრავენ. ცნობილია, რომ აქამდე აღნიშნული მონასტერი მხოლოდ მუზეუმად ფუნქციონირებდა, დღეიდან კი ისტორიული მონასტერი ღამის კლუბიც იქნება. ტრაპიზონის თურქული ტურისტული კომპანიები აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ…