დღეს, 19 იანვარს ათონის წმინდა მთის ვატოპედის საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტერში, ამავე მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა და სასულიერო პირებმა საზეიმო მსახურება აღასრულეს. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, წესისამებრ ჩატარდა წმინდა ხატებით ლიტანიობა და ეგეოსის ზღვის კურთხევა. orthodoxianewsagency.gr wenews.ge
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი და ეს წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. წმინდა სამების დღესასწაულია, ისმის ხმა უფლისა, მამისა. მადლი უფლისა გარდამოდის ხალხზე…
2022 წლის 11 იანვარს რუსეთის ფედერაციის ელჩი ისრაელში ა. ვიქტოროვი უნეტარეს წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს თეოფილე მესამეს შეხვდა. რუსმა დიპლომატმა პატრიარქს შობა-ახალი წელი მიულოცა. რუსეთის ელჩის, ვიქტოროვის ვიზიტი იერუსალიმის პატრიარქთან საეჭვოდ დაემთხვა ალექსანდრიის საპატრიარქოს განჩინებას, მიმართოს მსოფლიო პატრიარქს რათა მოხდეს პენტარქიის ეკლესიათა კრების მოწვევა, რომლის ერთ-ერთი წევრი არის იერუსალიმის საპატრიარქო და კანონიკურად…
ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე ერთ-ერთი მონაზონი, მამა ევფროსინოსი 2021 წლის 20 დეკემბერს მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ის სათევზაო ნავით ათონის მთის სანაპიროდან ზღვაში შევიდა. მას შემდეგ გაუჩინარებულო საბერძნეთის სანაპირო დაცვა უგზოუკლოდ ეძებდა. ახლახანს კი კუნძულ სკოპელოსის სანაპიროზე, ათონის წმიდა მთიდამ 74 საზღვაო მილის დაშორებით, ზღვამ მამა ევფროსინოსის ცხედარი ნაპირზე გამორიყა. ცხედარი გარდაცვლილი ბერის ძმამ ამოიცნო. მონაზონი…
პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის საბას ინიციატივითა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის დამტკიცებით, პოლონეთის ეკლესიამ შობის დღესასწაულზე ოცდაათი ათასი (30 000) ევრო გაიღო, რათა შობის ღამეს უპოვართაგან მშიერი არავინ დარჩენილიყო. აღნიშნული თანხა მთლიანად უპოვართა გამოკვებისთვის დაიხარჯა. wenews.ge
გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ბატონ ჯანო-ჯანსუღ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო. სამეფო გვარის შთამომავალი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ეს ღირსეული პიროვნება ქართული სპორტის განვითარებას ემსახურა ათწლეულების მანძილზე და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა. ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა განუსვენოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს მშვიდობა. patriarchate.ge
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გულითადად ვულოცავთ დაარსებიდან 100 წლისთავს. იგი ივ.ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის წიაღში ჩამოყალიბდა იმ მადლმოსილი პროფესორების თაოსნობითა და მონაწილეობით, რომელთაც დედა უნივერსიტეტს თავიდანვე მოუპოვეს სახელი და დიდება. ტექნიკური უნივერსიტეტის წინსვლა მოკლე დროში მოხდა; მსოფლიო ამ მიმართულებით აღმავლობას განიცდიდა და, ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყანაშიც ჰპოვებდა თავის გამოძახილს. საუკუნის მანძილზე სასწავლებელში მრავალი ცვლილება მოხდა,…
გვინდა გამოვხატოთ ჩვენი წუხილი მუსიკალური მისტიური აზროვნების განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, ღრმად ეროვნული დიდი ხელოვანის, თავმდაბალი, სიკეთით სავსე ბ-ნ ნოდარ მამისაშვილის გარდაცვალების გამო. მისმა დიდმა შესაძლებლობებმა თავისი გამოვლენა ეკლესიის წიაღშიც ჰპოვა: დაარსების დღიდან იგი იყო საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი. ბ-ნი ნოდარის ღვაწლით წმინდა სამების საკათედრო ტაძრისთვის შეიქმნა და განხორციელდა…
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა დმანისისა და ლორე-ტაშირის და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა უნეტარეს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქს თეოდორე მეორესა და ალექსანდრიის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს. აღნიშნულ წერილს, რომელიც დათარიღებულია 2022 წლის 12 იანვრით, გთავაზობთ უცვლელად: “ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქს…