ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.11.2021 | 18:36
კრეტის ეკლესია თავის მეთაურს, მთავარეპისკოპოს ირინეოსს გადააყენებს

კრეტის ნახევრადავტონომიური ეკლესია (მსოფლიო საპატრიარქო) თავის მეთაურს, კრეტის მთავარეპისკოპოს ირინეოსს 2021 წლის ბოლომდე გადააყენებს. კრეტის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, ვინაიდან მთავარეპისკოპოსი ირინეოსი ღრმად მხცოვანია (86 წლის) და ის აქტიურად ვეღარ აღასრულებს მწყემსმთავრულ მოვალეობას, მღვდელმთავართა კრებული ვალდებულია, ასეთ დროს იხელმძღვანელოს კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც ითვალისწინებს მღვდელმთავრის კათედრიდან გადაყენებას. კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების 39-ე მუხლის…

18.11.2021 | 12:48
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეუთოს საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ქ-ნ ანიკა სოდერს შეხვდა

ა.წ. 17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ქ-ნი ანიკა სოდერი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. აღინიშნა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია მშვიდობიანი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. დელეგაციის ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი უწმინდესობის ძალისხმევის მნიშვნელობა ზაზა…

17.11.2021 | 17:45
ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის

„ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ზნეობრივი კომისიისთვის ცხადი გახდეს, ამა თუ იმ გავრცელებულ ფაილში აღწერილი საუბარი რამდენად შესაძლებელია, რეალობას შეესაბამებოდეს“ „ეკლესია მუდმივად ცდილობს, რომ იყოს მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი – ეკლესიის პოლიტიკაში ჩართვის ნებისმიერი მცდელობა ძალიან დასანანია“ „აღმოჩნდა, რომ არც ციანიდის და არც უკრაინის საქმე არ იყო პირველადი მნიშვნელობის, ეს ყველაფერი იყო საშუალება…

17.11.2021 | 17:40
,,ქრონიკის” კითხვებს პასუხობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დაანონსებული ტერორი…! ,,ქრონიკის” კითხვებს პასუხობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე       საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

17.11.2021 | 17:35
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აგრძელებს შეხვედრების ციკლს სხვადასხვა აქტუალური საკითხის თაობაზე

დღეს, 16 ნოემბერს, საპატრიარქოში გამართული მორიგი შეხვედრა ჰუმანურ პედაგოგიკას მიეძღვნა. შეხვედრას უძღვებოდა ბატონი შალვა ამონაშვილი – აკადემიკოსი, პედაგოგი და ფსიქოლოგი. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, სასულიერო პირები და სხვა სტუმრები. შეხვედრაზე იმსჯელეს ჰუმანიზმის რაობაზე, ჰუმანური პედაგოგიკის არსსა და მნიშვნელობაზე, მის ქრისტიანულ საფუძვლებსა და ქრისტიანული თვალთახედვით გაანალიზებაზე, თავის მხრივ კი, ქრისტიანობის უმთავრესი ღირებულებების პედაგოგიკაში…

16.11.2021 | 17:40
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ახალი ტაძარი გაიხსნა [ფოტო]

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სასიხარულო სიახლეს აქვეყნებს ,,ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კიდევ ერთი ახალი ტაძარი შეემატა. ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, წმინდა მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს სახელობის ახალი ტაძარი აკურთხეს. საზეიმო წირვა-ლოცვა ზუგდიდსა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე და მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღავლინეს. ტაძრის კურთხევას ექწრებოდნენ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის სახვადასხვა ეპარქიების სამღვდელოება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ტაძრის მშენებლობას…

16.11.2021 | 17:35
მსოფლიო პატრიარქი ათენს ეწვევა

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, მისი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის დედაქალაქს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმესთან და წმინდა სინოდის წევრებთან. ვიზიტი საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მოწვევით დაიგეგმა, რომელიც მისი ყოვლადუწმიდესობის ბართლომეოსის პატრიარქობის 30 წლის იუბილის აღნიშვნას უკავშირდება. 21 ნოემბერს ათენის საკათედრო ტაძარში აღესრულება საზეიმო საღმრთო ლიტურგია,…

15.11.2021 | 18:51
100 000 მოწამის ხსენების დღე

ა.წ. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზამ) სამღვდელოებასთან ერთად მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადეს და საქართველოსთვის წამებულთ შეავედრეს ჩვენი ხალხი და ქვეყანა. დღესვე წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) და არქიმანდრიტმა ისააკმა (ფრიდონიშვილი) წირვა აღავლინეს 100 000 მოწამისა და წმ. აბო თბილელის…

15.11.2021 | 18:43
საპატრიარქოს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ეზოში გამწვანების ღონისძიება განხორციელდა

ა.წ. 12 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ფონდმა ,,გაამწვანე საქართველომ“, პარტნიორებთან ერთად, საპატრიარქოს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ეზოში გამწვანების ღონისძიება განახორციელა. patriarchate.ge

Τα σημαντικότερα νέα