ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.10.2021 | 17:06
მეუფე შიო: “ბოროტება, ზოგჯერ, სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ”

ჩვენს გულში არ უნდა იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში – ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, დღეს…

19.10.2021 | 17:04
მთავარი ყველა სიახლე ლიტერატურა კონტაქტი TOP.GE „შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს”

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) იმ სასულიერო პირებს მიმართავს, ვინც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს. მისი თქმით, „შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს.“ „შერიგება საღმრთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან,…

18.10.2021 | 18:32
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა ვეტერანების დღესთან დაკავშირებით

ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მინდა მივმართო ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად თავი არ დაზოგა და მამულს ერთგულად ემსახურა. ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას. საქართველოს ეკლესიის წმინდანთა მეოხებით იმქვეყნად წასულნი უფალმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს. ხოლო აქ მყოფთ და მათი ოჯახის წევრებს თვისი წყალობა მიჰფინოს და ჭეშმარიტების გზით…

15.10.2021 | 16:34
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შეხვდა

ა.წ. 13 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, პელას მთავარეპისკოპოსი ფილომენი და იერუსალიმის წმინდა იოაკიმესა და ანას ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელეტიოსი      მიიღო. შეხვედრას ასევე ეწსრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია. ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მის უწმინდესობას იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის მოკითხვა და საჩუქარი გადასცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო…

14.10.2021 | 17:32
ირაკლი ღარიბაშვილი – ქვეყანას დღეს სჭირდება მეტი ერთიანობა, სიყვარული და სიმშვიდე

ბუნებრივია, ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, ჩვენმა ხალხმა გამოიარა. დღესაც გავდივართ ძალიან ბევრ განსაცდელს, მაგრამ უფლის რწმენითა და დახმარებით, ჩვენ ყველა განსაცდელს დავძლევთ და ქვეყანა გავა სამშვიდობოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა. „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, მეუფე შიო, წმინდა სინოდის წარმომადგენლებო, ყველას მოგესალმებით, ძვირფასო საზოგადოებავ, მოგესალმებით და მე მინდა, გითხრათ, ჩემთვის…

14.10.2021 | 17:25
კახა კუჭავა – სვეტიცხოვლობა ძლიერი და ერთიანი საქართველოს სიმბოლოა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სვეტიცხოვლობა საქართველოს სიძლიერის და ერთიანობის სიმბოლოა. „მინდა, ყველას მივულოცო სვეტიცხოვლობა, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, სიმბოლო საქართველოს სიძლიერისა და ერთიანობისა. ვუსურვო ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, წარმატებები საქვეყნო საქმესა თუ პირად ცხოვრებაში“, -განაცხადა…

14.10.2021 | 17:10
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს პოზიციას არ წარმოადგენს არც ერთი განცხადება, რომლებიც ცალკეულმა მღვდელმთავრებმა გააკეთეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს პოზიციას არ წარმოადგენს არც ერთი განცხადება, რომლებიც ცალკეულმა მღვდელმთავრებმა გააკეთეს. ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა ჩატარდა. მისივე თქმით, ეკლესია მუდმივად საუბრობს მიტევებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული მოწოდებები სახელმწიფოს ფუნქციონირების პარამეტრებში უნდა სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული….

14.10.2021 | 17:00
მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღევლინა. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერმა სხვადასხვა თემაზე ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.  1tv.ge

13.10.2021 | 14:11
სვეტიცხოვლის ეზოს გამწვანება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ა.წ. 1 აპრილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ფონდი ,,გაამწვანე საქართველო” პარტნიორებთან ერთად გამწვანების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა უკვე მიიღეს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბ-ნმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქ-ნმა თეა წულუკიანმა ასევე სოფლის მეორნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო…

Τα σημαντικότερα νέα