ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
04.04.2021 | 19:30
მიტროპოლიტი შიო – სიწმინდე დღესაც შეურაცხყოფილია, გრძელდება ჯვარცმა, გრძელდება ბრძოლა სიწმინდესთან, სულიერებასთან და შეფუთულია სიკეთის, ადამიანებზე ზრუნვის სარჩულით

სიწმინდე დღესაც შეურაცხყოფილია, დღესაც გრძელდება ჯვარცმა, დღესაც გრძელდება ბრძოლა სიწმინდესთან, ბრძოლა სულიერებასთან და, როგორც წესი, ეს ყოველთვის შეფუთულია სიკეთის, ადამიანებზე ზრუნვის სარჩულით , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მან ჯვრის თაყვანისცემის კვირის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველგან, ტაძრებში, გამობრძანებულია წმინდა ჯვარი, როგორც შეხსენება ჩვენთვის სულიერი…

04.04.2021 | 18:35
არქიმანდრიტი ათინოგენე მღვდლის ხარისხიდან განიკვეთა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, დღეიდან არქიმანდრიტ ათინოგენს მონაზონი ეწოდება. გარდა ამისა, რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალება. მეუფის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებდნენ. “ბრძანება N 6, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილებისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის, განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ…

04.04.2021 | 13:21
საეკლესიო კალენდარი: 4 აპრილი

4 აპრილს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშავს ხსენებას: მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV).   წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი პრესვიტერი იყო და გალატეის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების დროს მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმიდა ბასილის ხარისხი აჰყარა, მაგრამ პალესტინის კრებაზე 230 ეპისკოპოსის თანხლებით დაუბრუნდა…

03.04.2021 | 14:41
კულტურის სამინისტროს ცნობით, ექსპერტთა ჯგუფი გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლის

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად შეხვდა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს, რომელიც სპეციალურად გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში საშემსრულებლო ხარვეზების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის გზების…

03.04.2021 | 14:22
2021 წლის 1 აპრილს უნეტარესმა ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ ონლაინრეჟიმში გამართულ პასტორალური სწავლების ფონდის შეხვედრაზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობების შესახებ მოხსენება წაიკითხა.

“მე მინდა გამოვთქვა შეგონება: ენდეთ ეკლესიას! ეკლესიას უნდა მიეცეს სულ მცირედი (ნაპერწკალი), ესეც კი საკმარისია და ჩვენ გავაჩენთ ცეცხლს, რომელიც გაათბობს მსოფლიოს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში უნეტარესმა იერონიმე მეორემ.   — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

03.04.2021 | 14:16
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ანზორ ერქომაიშვლის გარდაცვალების გამო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. “ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ყველა მუდამ დიდ პატივს სცემდა და აღიარებდა მის გამორჩეულ ღვაწლს როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის წინაშე, ისე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. მაგრამ მისმა გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი და განუმეორებელი იყო, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით. მისი პიროვნების უნიკალურობას, ღვთივმიმადლებულ ნიჭსა და…

03.04.2021 | 14:05
საბერძნეთის ეკლესია მღვდელმთავრებს დავალებას აძლევს

საბერძნეთის ეკლესიამ დიდი მარხვის მესამე კვირა სასულიერო გზაზე მოწოდების კვირად გამოაცხადა, როდესაც თვით ღმერთი მოუწოდებს ადამიანს ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე. საბერძნეთის ეკლესიამ თავის მღვდელმთავრებს მოუწოდა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ახალგაზრდებს, ვისაც სასულიერო პირობა სურთ (მღვდლობა, დიაკვნობა, მონაზვნობა). მღვდელმთავარებს დაევალათ საკადრო ცვლილებებისთვის აქტიური მუშაობა, რათა შეირჩეს ზნეობრივად და სარწმუნოებრივად საღი კადრები, რომელთა ხელდასხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკლესიის…

03.04.2021 | 13:00
საეკლესიო კალენდარი: 3 აპრილი

2019 წლის 3 აპრილს ქართული მათლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: ღირსისა იაკობ ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა (VIII); წმ. კირილესი, კატანელი ეპისკოპოსისა (I-II); წმ. თომასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (610).   წმიდა იაკობ ეპისკოპოსი სიყრმითგან ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. წმიდა იაკობი მკაცრ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ცხოვრობდა. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე…

02.04.2021 | 14:00
სერბეთის საპატრიარქო ტახტის ყოფილი მოსაყდრე, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

მღვდელმთავარმა კორონავირუსული ინფექცია მსუბუქი გართულებებით, მოსაყდრეობისას გადაიტანა. 69 წლის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალების შემდგომ აირჩიეს მოსაყდრედ და მისი თავმჯდომარეობით გაიმართა სერბეთის საპატრიარქო არჩევნები. ახალი პატრიარქის პორფირეს არჩევა-აღსაყრებისთანავე, მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი ავტომატურად გათავისუფლდა მოსაყდრეობიდან.   — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

Τα σημαντικότερα νέα