არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მეუფე ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც მხარეები შეთანხმებას შეძლებენ. ამასთან, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს და 4 წელზე მეტი ვადით ხელისუფლებაში არავინ უნდა დარჩეს. „თუ გამოვიდა, თვითონ ის ლიდერები დაასამარებენ…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 თებერვალს წმინდა მოციქულ ონისიმეს, (სამოცდაათთაგანს) ღირსი პაფნუტის და მის ასულის ევფროსინეს, ასევე სირიელ მეუდაბნოე ევსევის იხსენიებს. წმიდა მოციქული ონისიმე საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 28 თებერვალი წმიდა მოციქული ონისიმეს (სამოცდაათთაგანი), ხსენების დღეა. ონისიმე ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს…
მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა, სერბეთის ახლადარჩეული პატრიარქისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანაში არსებული საეკლესიო განხეთქილება გადაწყდება მთაშავეთის ეკლესიისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებით, რასაც წარსულში არაერთხელ ითხოვდა. “ჩვენ განსაკუთრებით ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, თქვენს წმინდა მისიაში, საღმრთო კანონებისა და ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად, შეიტანთ საკუთარ წვლილს განხეთქილების გადალახვაში მთაშავეთის მართლმადიდებელ მორწმუნეებს შორის”, –…
დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირას უძღები შვილის შვიდეული ეწოდება. იგი წელს 28 თებერვლიდან დაიწყება. უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს. წმინდა სახარების მიხედვით, უძღებმა შვილმა მამისგან საკუთარი წილი მოითხოვა და შემდეგ ქონება უცხო მხარეში გაფლანგა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა. ამჯობინა, სახლში, მამასთან დაბრუნებულიყო და მისთვის ყველაფერზე პატიება ეთხოვა….
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 თებერვალს ღირს მარტინიანეს, ღირთა ზოიას და ფოტინეს, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ევლოგის, და სერბეთის მეფე სვიმეონ მირონმდინარეს იხსენიებს. მარტინიანე, ზოია და ფოტინე საეკლესიო კალენდრის მიხედვით 26 თებერვალი ღირსი მარტინიანეს, ღირთა ზოიას და ფოტინეს ხსენების დღეა. მარტინიანე 18 წლის იყო, როცა პალესტინის კესარიის მახლობლად, უდაბნოში დაემკვიდრა. აქ ღირსმა მამამ მეოთხედი საუკუნე დაჰყო უფლისთვის…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით, 2021 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს საპატრიარქოსთან დაარსდა ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უწმიდესისა და უნეტარესის გადაწყვეტილებით, ცენტრს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი უხელმძღვანელებენ. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით, 2021 წლის…
საქართველოს საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაურის ბესარიონ აპლიას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს, რომელიც ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის საკითხის გადაწყვეტას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისგან ითხოვს. გთავაზობთ განცხადებას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის „ფეისბუკის“ გვერდზე გავრცელდა: „2021 წლის 19 თებერვალს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ტელევიზია ,,ამშეიკუშარასათვის“ მიცემულ ინტერვიუში დეკანოზმა ბესარიონ აპლიამ, რომელიც…
შესაწირი შეიძლება იყოს ყოველგვარი ქველმოქმედება და სიკეთე, ვინმეს ნუგეშინისცემა, ფიზიკური შრომა გარდაცვლილის სახელზე და ა.შ. მიცვალებულის სახელზე შეგვიძლია გავიღოთ აგრეთვე თანხა. ფული შეგვიძლია დავურიგოთ გლახაკთ (რასაც ქრისტიანი სისტემატურად უნდა აკეთებდეს. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს კურთხევით, მორწმუნე უნდა ზრუნავდეს ერთი გაჭირვებული ადამიანისთვის მაინც, რომელსაც სისტემატურად დაეხმარება); ფული ასევე შეგვიძლია შევწიროთ ეკლესიას ან მიცვალებულის სახელზე მოვახმაროთ რაიმე კეთილ…
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III -მ ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს გაუგზავნა წერილი, სადაც მოუწოდებს ახალი შეხვედრისკენ უკრაინის საკითხის გადასაჭრელად. “ერთი წლის წინ ჩვენ შევიკრიბეთ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, რათა განგვემტკიცებინა ჩვენი ძმური კავშირები სიყვარულის დიალოგში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობისათვის. ორდღიანმა ლოცვამ და ძმურმა განხილვამ მოგვცა კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე, გავყვეთ ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების გზას და ერთად…