ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.01.2021 | 17:16
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე (19.01.2021)

ველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს! დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენ ზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა! ჩვენთან არს ღმერთი!   — patriarchate.ge

20.01.2021 | 17:08
საეკლესიო კალენდარი: 20 იანვარი

მართლმადიდებელი ეკლესია 20 იანვარს აღნიშნავს კრებას წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. ამავე დღეს იხსენიება წმიდა წინამორბედის უხრწნელი მკლავის გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლში (956) და იოანე ნათლისმცემლის სასწაული კუნძული ხიოსზე.   იოანე ნათლისმცემელი იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ…

20.01.2021 | 13:28
ნათლისღების საუფლო დღესასწაული ათონის მთის ხილანდარის მონასტერში [ფოტო]

2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ნათლისღების საუფლო დღესასწაული იზეიმეს ათონის წმიდა მთის ხილანდარის მონასტერში. საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმა აღასრულა მონასტრის წინამძღვარმა საძმოს წევრებთან ერთად. wenews.ge

20.01.2021 | 13:07
ნათლისღების საუფლო დღესასწაული ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში [ფოტო]

  2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დღესასწაული იზეიმეს ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში. საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, სამღვდელო დასთან ერთად, საზეიმო ლიტანიობით, აიაზმის სხურებით აკურთხა ვანის ქუჩები. მიტროპოლიტმა ანტონმა ასევე აკურთხა მდინარე სულორი, რომელშიც ტრადიციული განბანვა შესრულდა. wenews.ge

20.01.2021 | 13:00
პუტინმა განბანვის ტრადიციაში მონაწილეობა მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მრავალწლოვანი ტრადიცია არც წელს დაარღვია და მოსკოვის მახლობლად ერთ-ერთ მონასტერში მოწყობილ ხელოვნურ ემბაზში ჩავიდა და განიბანა. wenews.ge

19.01.2021 | 18:21
კორონავირუსმა მოგვიკლა პატრიარქი” – სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე

სათაური: “კორონავირუსმა მოგვიკლა პატრიარქი” – სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე “სერბეთის ეკლესიამ სათანადოდ ვერ შეაფასა კორონავირუსის საშიშროება და შეცდომა დაუშვა ამ მხრივ”, – განაცხადა სრულიად სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა. სერბეთის პატრიარქი ირინეოსი უფალში განისვენებს ვირუსის გამო, აგრეთვე მონტენეგროს ნეტარხსენებული მიტროპოლიტი ამფილოქე ამ ვირუსმა იმსხვერპლა, ასევე სერბეთის ეკლესიის კიდევ ერთი მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი მილუტინი გარდაიცვალა…

19.01.2021 | 18:19
კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

დღეს, 2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დიდი და წმიდა დღესასწაული აღნიშნეს რუსეთის ეკლესიის კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში (კიევ-პეჩორის ლავრა). ღვთისმსახურებას წარუძღვა აკადემიისა და სემინარიის ერთ-ერთი ლექტორი, არქიმანდრიტი დოსითეოსი, რომელთან ერთადაც თანამსახურობდნენ ხსენებული უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის პედაგოგები და სტუდენტები. wenews.ge

19.01.2021 | 18:13
ნათლისღების საუფლო დღესასწაული ქუთაის-გაენათის ეპარქიაში [ფოტო]

  2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოში – ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმის კურთხევა აღასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ. მიტროპოლიტმა იოანემ დღესვე ქუთაისში აკურთხა მდინარე რიონი. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ეპოქის შემდგომ, ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე, ქ….

19.01.2021 | 18:11
გარდაიცვალა სტავროვუნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათანასე

ოთხმოცდათხუთმეტი წლის ასაკში ღმრთივგანისვენა კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა უხუცესმა სასულიერო პირმა, სტავროვუნის წმიდა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ათანასემ. უფალმა შეიწყალოს და სასუფეველში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα