დღეს, 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს მსოფლიო საპატრიარქოში (ვიდეო იხილეთ აქ). მოგეხსენებათ მსოფლიო საპატრიარქო იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 6 იანვარს აღნიშნავს ნათლისღების საუფლო დღესასწაულს, მაგრამ რადგან მსოფლიო საყდარს გააჩნია სამრევლოები, რომლის წევრები ძირითადად უცხოეთში მცხოვრები ქართველების, რუსებისა და უკრაინელების გარკვეული ნაწილი არის, მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ძველი…
დღეს, 18 იანვარს შესწორებული კალენდრის თანახმად კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებასთან დაკავშირებით სტამბულის წმინდა გიროგის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღესრულა. მსახურებას დაესწრო მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსის და სასულიერო დადის წევრნი. მომდევნო ორშაბათს, 25 იანვარს ამავე ტაძარში აღესრულება ესპანეთისა და პორტუგალიის ახლადგამორჩეული მიტროპოლიტ ბესარიონის ხელდასხმა. wenews.ge
wenews.ge
წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) ბიოგრაფიული ცნობები განათლების შესახებ: საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს, სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სატრანსპორტო ფაკულტეტზე. 1974 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1984 წლის იანვრიდან ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1988 წელს გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია, რომელსაც შეუერთდა მცხეთის სასულიერო სემინარია. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის…
იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 19 იანვარს აღინიშნება ხსენება ღირსი მამის ანტონი დიდისა, რომელიც მესამე-მეოთხე საუკუნეებში მოღვაწეობდა. საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ვერიის სამიტროპოლიტოში დაცულია ღირსი ანტონი დიდის წმიდა ნაწილები, რომელთა წინაშე, დღეს, 18 იანვარს, ვერიის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა სამღვდელო დასთან ერთად აღავლინა მწუხრის სადღესასწაულო ღვთისმსახურება. რეგულაციების შესაბამისად, მსახურება ტაძარში დახურულ კარს მიღმა შესრულდა. wenews.ge
2021 წლის 14 იანვარს, იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით, საფრანგეთში აღნიშნეს წმიდა მოციქულთასწორ ნინოს, ქართველთა განმანათლებლის ხსენება. საზეიმო ღვთისმსახურება მსოფლიო საპატრიარქოს საფრანგეთის მიტროპოლიტის ქორეპისკოპოსმა, მელიტინის ეპისკოპოსმა მაქსიმემ აღავლინა პარიზის წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ტაძარში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაშია. პარიზის წმიდა ნინოს სახელობის ქართული ტაძარი 1929 წელს დაარსდა ქართველი ემიგრაციის მიერ, რომელიც საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის…
პანდემიის გამო, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ნათლისღების დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება. წელს არ ჩატარდება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალი. „18 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა. 19 იანვარს 09:00 საათზე კი ნათლისღების სადღესასწაულო წირვა, წყალკურთხევა (დიდი აიაზმა). პანდემიიდან გამომდინარე წელს ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში. ტრადიციულად, ნათლისღების ღამეს, ბათუმში ზღვის წყლის კურთხევის…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმრის ოფიციალური წერილი გაუგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს, სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო. თქვენო უწმიდესობავ! მწუხარებით მივიღეთ ამბავი სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების შესახებ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო დასსა და სამწყსოს და განსვენებული…
“არ შეიძლება, რომ ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს. აუცილებელია, რომ კონკრეტულ პრეპარატებზე, არა ისე, ვაქცინაზე, არამედ – საერთოდ კონკრეტულ პრეპარატებზე იყოს საუბარი და ახსნილი, თუ რას წარმოადგენენ ეს პრეპარატები, როგორ მოქმედებენ ადამიანში, როგორ იცავენ ვირუსისაგან და რა უკუჩვენებები გააჩნიათ ამ პრეპარატებს. ეს არის ჩემი პირადი აზრი. რა თქმა უნდა, ამაზე იმსჯელებენ შემდგომ, უკვე მღვდელმთავრები როცა შეიკრიბებიან…