სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ყველას ულოცავს შობა-ახალ წელს. „სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ყველას მოგესალმებით, სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და ყოველ ადამიანს. ახალი წლის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს. „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე. ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და…
ახალი წლის დადგომასთან ერთად თურქეთის მთავრობა კვლავ აგრძელებს კონსტანტინეპოლის ისტორიული საკათედრო ტაძარ აია სოფიათი სპეკულაციებს. ტაძარში მუსლიმური ლოცვის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება იყო “2020 წლის გვირგვინი”. შეგახსენებთ, აია სოფია, როგორც მსოფლიო საპატრიარქოს საკათედრო ტაძარი აიგო 537 წელს, ხოლო ისლამი, როგორც რელიგია დაახლოებით ასი წლის შემდეგ, VII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა….
2021 წლის 1 იანვარს სოფიის წმიდა კვირიკეს სახელობის საკათედრო ტაძარში აღესრულა წმიდა ბასილის დიდის საღმრთო ლიტურგია. ღვთისმსახურება უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქის ნეოფიტეს ლოცვა-კურთხევით აღავლინა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბელოგრანდის ეპისკოპოსმა პოლიკარპემ. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს მეუფე პოლიკარპემ წაიკითხა სრულიად ბულგარეთის უწმიდესი პატრიარქის ნეოფიტეს საახალწლო გზავნილი მორწმუნე მრევლისადმი. — wenews.ge
შობის საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით ათონის წმიდა მთის ვატოპედის მონასტერში 2021 წლის 6 იანვარს 21:00 საათზე (საქართველოს დროით 23:00 სთ.) დაიწყება ღამისთევის ღვთისმსახურება, რომელიც დაახლოებით რვა-ცხრა საათი გაგრძელდება. დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია შემდეგ ბმულზე პირდაპირი რადიოტრანსლაციით მოისმინოს ვატოპედის მონასტრიდან ღამისთევით საშობა ღვთისმსახურებას: pemptousia.gr შეგახსენებთ, ათონის მთის ვატოპედის მონასტერი გამორჩეულია თავისი გრანდიოზული და ულამაზესი ტიპიკონით, რომლითაც აღესრულება სადღესასწაულო…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 იანვარს მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილის, დანიელის, სერბელი მთავარეპისკოპოსის და მართლი იოანე კრონშტადტელის ხსენების დღეს აღნიშნავს მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“. მოგვიანებით ეგნატე წმიდა იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა…
ახალი წელი ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელსაც დიდი თუ პატარა განსაკუთრებული სიხარულით ელის. ამ დღეს ყველა ცდილობს, დაივიწყოს ყველაფერი ცუდი, მადლიერებით გააცილოს ძველი წელი და იმედის თვალით შესცქერის ახალი წლის შემობრძანებას. საახალწლო საწესჩვეულებო ცერემონიალი საქართველოში მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა, ცალკეულ კუთხეებში წესები მაინც განსხვავებული იყო. თუ როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ძველად, რატომ ჰქონდა ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა და…
აწ ერთი რამ უნდა ვაცნობოთ ნაყროვანს: ის თავის თავს სიტყვიერად და გონიერად გონებს, და პირუტყვისაგან უფრო სიხენეშეში არის. პირუტყვთა როგორც ღმერთმან გაუჩინა საზრდლის მიღება, ისინი ისე მიიღებენ. ნაყროვანნი ღვთის განჩინების მსგავსად არ მიიღებენ საზრდელს; ღმერთმან ამისთვის მოსცა საზრდელი და ამისთვის განუჩინა ხორცის არსება კეთილად დაცულ იქმნას. ნაყროვანი არსების დამცველად არ ხმარობს საზრდელს, უფროსად სულთა და…
2020 წლის 29 დეკემბერს ორმოცი დღე გავიდა უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სერბეთის საკათედრო ტაძარში, პატრიარქ ირინეოსის სულის საოხად საღმრთო ლიტურგია აღავლინა სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა, სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრებთან ერთად. წირვის შემდგომ ამავე ტაძარში დაკრძალული უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის საფლავთან აღავლინეს მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. ღვთისმსახურებას დაესწრნენ სერბეთის პრეზიდენტი და…
ეკლესია 31 დეკემბერს მოწამეთა სებასტიანე სვინკლიტიკოსის, ნიკოსტრატეს, ზოეს, კასტორის, ტრანკვილინე ხუცის, მარკელინეს, მარკოზის, კლავდის, სიმფორიანეს, ტიბურტის, კასტულის, ღირსი ფლოროსის, ამიელი ეპისკოპოსის და ღირსი მიქაელ აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი: ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოია, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე,…