ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.11.2020 | 10:52
მაიკ პომპეო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს​ ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს​ ხვდება. შეხვედრა საპატრიარქოში მიმდინარეობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. ასევე შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ვიზიტს დღეს დაასრულებს, რის შემდეგაც ისრაელში გაემგზავრება. 1tv.ge

17.11.2020 | 17:10
მაიკ პომპეო სტამბოლში ვიზიტის დროს მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

  თურქეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს შეხვდა. როგორც იუწყებიან, პომპეომ და მსოფლიო პატრიარქმა თურქეთსა და რეგიონში არსებული რელიგიური საკითხები განიხილეს. შეხვედრის დროს მხარებმა „მსოფლიოში რწმენის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.“ შეგახსენებთ, ივლისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების გამო თურქეთის ხელისუფლება ღიად გააკრიტიკა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის…

16.11.2020 | 17:12
იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველი საზოგადო მოღვაწეების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა

ისრაელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით, ქართველი საზოგადო მოღვაწეების ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძისა და გიორგი წერეთლის, აგრეთვე შოთა რუსთაველის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას…

15.11.2020 | 20:21
უნეტარესი ეპიფანე: “სამწუხარო ამბავი მოგვივიდა დღეს საბერძნეთიდან”

უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე გამოემხმაურა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, ლანგადისა და ლიტის და რენდინის მიტროპოლიტის იოანეს გარდაცვალებას, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა. უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ “ტვიტერის” თავის გვერდზე დაწერა: “დღეს საბერძნეთიდან სამწუხარო ამბავი მოვიდა. დასრულდა ლანგადის მიტროპოლიტის იოანეს მიწიერი სიცოცხლე. ამ იერარქს ძალიან უყვარდა უკრაინა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ის ბევრს მუშაობდა ჩვენი…

15.11.2020 | 20:20
კორონავირუსით მღვდელმთავარი გარდაიცვალა

დღეს, 2020 წლის 15 ნოემბერს, დილით, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ლანგადისა და ლიტის და რენდინის მიტროპოლიტი იოანე. მისი მაღალმეუფება თესალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უფალმა დაამკვიდროს სასუფეველში.   — wenews.ge

15.11.2020 | 20:17
ათონის მთაზე კორონა-ეპიდემიის დასრულებისთვის ილოცეს [ვიდეო]

თონის წმინდა მთაზე უკვე შეწყდა მომლოცველთა მიღება! დიდი ლავრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა პროდრომემ საძმოს წევრებთან ერთად აღავლინა ლოცვები ეპიდემიის დასრულებისთვის, ჩატარდა დიდი ლიტანიობა.    — wenews.ge

15.11.2020 | 19:16
რუმინეთის პატრიარქი: “ვარ გულნატკენი და დამწუხრებული”

უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქი დანიელი პიატრა-ნეამის საავადმყოფოში მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა და განაცხადა: “დიდი ტკივილით შევიტყვე იმ ტრაგედიის შესახებ, რაც გამოწვეული იქნა ხანძრის შედეგად, რომელიც 2020 წლის 14 ნოემბერს, შაბათ საღამოს მოხდა პიატრა-ნეამში, საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში. ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ტანჯვისა და არეულობის ამ რთლ წუთებში ღმერთს ვევედრები დაღუპულთა სულების…

15.11.2020 | 19:12
საეკლესიო კალენდარი: 15 ნოემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 15 ნოემბერს მოწამეების, აკვინდინეს, პიგასის, აფთონის, ელპიდიფორეს, ანემპოდისტოსის და სხვა მათთან მტოფების, ასევე ღირსი მარკიანე კვირინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, აფთონი, ელპიდიფორე, ანემპოდისტო და სხვანი წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ II-ის ზეობისას, დაახლოებით 341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე…

14.11.2020 | 19:57
საეკლესიო კალენდარი: 14 ნოემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 14 ნოემბერს კოზმა და დამიანე ასიელთა და მათი დედის, ღირსი თეოდოტიას, მღვდელმოწამეთა იოანე ეპისკოპოსის და იაკობ ხუცის, სპარსეთს წამებულთა, მოწამეთა, მოწამე ერმინინგელდის, მოწამეთა: კესარიოსის, დასისა და ხუთთა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე…

Τα σημαντικότερα νέα