ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.01.2020 | 12:19
„ენდიას“ კვლევაში ინსტიტუტებს შორის საქართველოს ჯარი, მართლმადიდებელი ეკლესია და პოლიცია ლიდერობენ

საქართველოს ჯარს კარგად გამოკითხულთა 44 პროცენტი აფასებს, ძალიან კარგად რვა პროცენტი, საშუალოდ 31, ხოლო ცუდად ცხრა პროცენტი, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტების შეფასებაში მეორე ადგილზეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის საქმიანობასაც ძალიან კარგად 13 პროცენტი აფასებს, კარგად – 37 პროცენტი, საშუალოდ – 25 პროცენტი, ხოლო ცუდად – 10 პროცენტი….

16.01.2020 | 12:17
მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებდა გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემისა და…

15.01.2020 | 18:23
სოფელ ბერიეთში წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერიეთში წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო, კელდები ჩამონგრეული, ხოლო სახურავი მთლიანად იყო ჩამოშლილი. შესრულებული სამუშაოების შედეგად ტაძრის ოთხივე ფასადებზე მოიხსნა მორყეული და კირდუღაბგამოცლილი ქვები, გაიწმინდა და ხელახლა მოერგო; კირდუღაბის ხსნარზე მოერგო…

14.01.2020 | 17:44
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “შენ ხარ ვენახი” – (ხსენება 1 (14) იანვარს)

1994 წლის ნოემბერში, გიორგობის დღესასწაულისთვის, ღვთის ნებით გავემგზავრეთ ქართველთა უძველეს სამშობლოში – ანატოლიის კაბადუკიაში წმინდა სავანეთა მოსალოცად. ნანახმა გაგონილს გადააჭარბა: კილომეტრებზე გადაჭიმული ძველი წელთაღრიცხვის ვულკანური, აწ გაქვავებული ამონაფრქვევები, მოგვიანებით მათში გამოქვაბულ-გამოკვეთილი ეკლესია-მონასტრებითა და კინოვია-ლავრებით. სამშობლო დედისა ჩვენისა ნინოსი, ძლევამოსილისა გიორგისა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა, გრიგოლ ნოსელისა, საბა განწმენდილისა… უდიდესი, ამჟამად უმოქმედო, სამონასტრო კომპლექსები გიორემის ხეობაშია…

13.01.2020 | 11:30
ვლადიმერ პუტინმა ბაშარ ასადს დამასკოში დონალდ ტრამპის მიწვევა შესთავაზა

  რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბაშარ ასადს დამასკოში დონალდ ტრამპის მიწვევა შესთავაზა. დამასკოში, სირიისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის ნაწყვეტი რუსულმა ტელეარხებმა აჩვენეს. ეკლესიაში ორი ქვეყნის პრეზიდენტები პავლე მოციქულზე საუბრობდნენ, რომელმაც ქრისტიანობა დამასკოს კარიბჭესთან მიიღო. რუსული მედიის თანახმად, სირიის პრეზიდენტმა იხუმრა: „თუ ტრამპი ამ გზას გაივლის, მასთანაც ყველაფერი კარგად იქნება“. „გამოსწორდება, გამოსწორდება… მოიწვიეთ, ის ჩამოვა“ –…

13.01.2020 | 11:16
ღვთის რწმენა და სასოება არასდროს დავკარგოთ

მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტერის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია): -წმინდა იოანე დამასკელის მაგალითი ხშირად მომყავს. რამხელა რწმენა უნდა ჰქონდეს ადამიანს, ხელი მოგაჭრან, თან მართალი იყო. ღმერთს სთხოვა, ხელი შემიხორცეო და რწმენისამებრ სასწაულიც მოხდა. ღვთის რწმენა და სასოება არასდროს დავკარგოთ. მონასტრის წინამძღვარი კი ვარ, მაგრამ ხშირად დავდივარ ქალაქში, საავადმყოფოებში, ვისაც სჭირდება სულიერი დახმარება, შეძლებისდაგავარდ დახმარებას ვუწევ. ბევრი…

12.01.2020 | 22:48
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (12.01.2020)

ჩვენთან არს ღმერთი დღეს სხვა წმინდანებთან ერთად არის ხსენება წმინდისა მეფისა დავით წინასწარმეტყველისა. იგი ასე ლოცულობდა თავისთვის: ,,მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.“ სიმშვიდე არის ის პირობა, რომელიც აუცილებელია, რომ გვქონდეს, რათა სული წმინდა გარდმოვიდეს ადამიანზე. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე. გვაკლია იმიტომ, რომ არეულნი ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალინ ბევრს ვიღებთ ჩვენს თავზე, ძალიან დიდი იმედი…

12.01.2020 | 16:47
პატრიარქი – მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ

მე გამიგონია, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ “ჟამი ახლოს არისო ამბობენ”, მაგრამ მე ვიტყვი რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, სიმშვიდე აუცილებელია და დღეს „ჩვენ სიმშვიდე“ გვაკლია, რადგან „არეულები ვართ თანამედროვე ცხოვრებაში“. “დღეს არის სხვა წმინდანებთან…

12.01.2020 | 16:39
ილია მეორე – სიმშვიდე გვაკლია, რადგან არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში, ძალიან დიდი იმედი გვაქვს მეცნიერების, კულტურის, მიღწევების – გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია

სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. ამასთან, პატრიარქმა აღნიშნა, რომ სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ,…

Τα σημαντικότερα νέα