დღეს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასი ათასი მოწამის სახელობის დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით გამოვა შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“, წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე“. საეკლესიო კალენდრით, ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, საუკუნეების წინ,…
საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. “აშშ-ის საელჩო საქართველოში, 12 ნოემბერს, ჯვრის მონასტრის პროექტს, 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადებს. პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები მეტეხის ხიდზე გაიმართება. კოტე სვანაძის ინფორმაციით, ღონისძიებები 17:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია გვარების წარმომადგენლებისა და სტუდენტების მსვლელობები, რომლებიც მეტეხის ხიდის სიახლოეს შეიკრიბებიან…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 13 ნოემბერს 100 000 მოწამის, მოციქულების: სტაქოსის, ამპლიას, ურბანოსის, ნარკისის, აპელიოსის და არისტობულეს, ასევე მოწამე ეპიმაქეს და ღირსი მავრას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი მე-13 საუკუნეში ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი საქართველოს საზღვრებს მოადგა. ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. როცა…
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს. „საქართველოში აშშ-ის საელჩო 12 ნოემბერს გამოაცხადებს ჯვრის მონასტრის პროექტს 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად. პროექტის ფარგლებში $100,000 გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით…
ა.წ. 8-9 ნოემბერს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი შემოქმედის ეპარქიას სტუმრობდა. 8 ნოემბერს, ერკეთის დედათა მონასტერში უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა იოანემ (კიკვაძე) პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში შედგა გალობის უნივერსიტეტის გუნდის კონცერტი. 9 ნოემბერს შემოქმედის მონასტერში წირვა აღავლინა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან (ინწკირველი) და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად….
მეფე დეციუსის და მისი თანამოსაყდრე ვალერიანეს ხელმწიფობის ჟამს, პრობიოსის მხედართმთავრობის დროს რომის მახლობლად განმარტოებულ და უკაცრიელ ადგილას იყო პატარა დედათა მონასტერი. იქ რამდენიმე კეთილმსახური მმარხველი ქალი მოღვაწეობდა. მათ შორის იყო ხანში შესული, სათნოებებით შემკული იღუმენია სოფიო. ამავე სავანეში ცხოვრობდა რომაელი ქალწული ანასტასია, სამი წლიდან ობლად დარჩენილი. სოფიომ მონასტერში აღზარდა დაობლებული ყრმა და ღვთის სათნოებები…
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პატრიარქის ნათლულების კონცერტი გაიმართა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულების გუნდი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები. „მისი უწმინდესობის ნათლულების გუნდი სამი წლის წინ შეიქმნა მაია მიქაბერიძის დიდი ძალისხმევით და უანგარო მუშაობით. მათ რეპერტუარში დღეისთვის უკვე შედის როგორც საგალობლები, ისე ფოლკლორული მუსიკა და ქართული კინომუსიკა“, – აცხადებენ საპატრიარქოში….
8 ნოემბერს, პრემია “საგურამოს” დაჯილდოვების ცერემონიაზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) ერგო. მეუფე ისაია გუშინდელ ცერემონიალს არ დასწრებია. მან ორგანიზატორებს წერილი გაუგზავნა, რომელსაც “ლიბერალი” უცვლელად გთავაზობთ: “რაც ილიას სახელს უკავშირდება ჩემთვის ყოველივე ძვირფასი არის! მახსოვს, რომ ილიას პუბლიცისტური წერილები ჩემთვის იყო დიდი სულიერი საზრდო, საზრისისა…