ა.წ. 12 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ევროპარლამენტის ინტერკულტურული და რელიგიური დიალოგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბ-ნ რომან სტრასერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რელიგიათა და კულტურათაშორის დიალოგის მნიშვნელობას. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის. patriarchate.ge
ა.წ. 15 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი გიორგი გახარია მიიღო. შეხვედრას მღვდელმთავრები და სამღვდელოებაც ესწრებოდნენ. მისმა უწმინდესობამ ბ-ნ გიორგი გახარიას მიულოცა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება, დალოცა და ჩვენს რთულ დროში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა. patriarchate.ge
2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). თანამლოცველები იყვნენ რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), აგრეთვე – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასწავლებელში მოღვაწე…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 16 სექტემბერს მღვდელმოწამე ანთიმოზის, ნიკომიდიელი ეპისკოპოსის, და მისთანა მოწამეთა, ღირსი თეოქტისტეს, ღირსი ექვთიმე დიდის თანამმარხველის, წმიდისა თებე დიაკონისას, მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელის, მღვდელმოწამე არისტიონის, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის და იოანიკესი, სერბელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები: თეოფილე…
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის მონასტერში არსებული ვითარება კრიტიკული ნიშნულის ქვედა ზღვარზეა. როგორც სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მონასტერში ფრესკების ნაწილი დაზიანებული ან ჩამოხსნილია, დარჩენილ ნაწილს კი საფრთხე ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ბედიის მონასტერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სააგენტო იუნესკოსთვის ინფორმაციის მიწოდებას აპირებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დახმარებას ითხოვს. „ ვიდეომასალაში არის უტყუარი მტკიცებულება იმისა,…
წმიდა მოწამე მამანტი მამა მისი თეოდოტე და დედა მისი რუფინა წმიდა მოწამე მამანტი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინას ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა მისი მშობლები შეიპყრეს და კაბადოკიის კესარიის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. უწყოდა რა საკუთარი ხორციელი უძლურების შესახებ, თეოდოტე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, წამებამდე მიეღო მისი სული. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა და იგი…
რუსეთის ქალაქ ტვერში 11 სექტემბერს სიფხიზლის დღე აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, მართლმადიდებელმა მღვდლებმა ქალაქს გადაუფრინეს და 70 ლიტრი ნაკურთხი წყალი ჰაერიდან აპკურეს როგორც მღვდლები განმარტავენ, ამ რიტუალის მიზანი ქალაქის ალკოჰოლიზმისაგან გათავისუფლებაა. „ჩვენ 2006 წლიდან დავფრინავთ ამ მიზნით, ასე რომ ჩვენი ეს ქმედება უკვე ერთგვარი რელიკვიაა“ – ამბობს მამა ალექსანდრე გორიაჩევი. sputnik-georgia.com
ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს. „ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება, დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ამ მონეტის წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს…
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. “შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს არის ღვთისმშობლობა, შობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. წირვას შევასრულებთ სიონის საპატრიარქოს ტაძარში. დალოცვილი იყავით თქვენ და საქართველო”,- ბრძანა პატრიარქმა. ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს ზეიმობს. ipn.ge