ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
31.08.2019 | 17:05
გორში წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლად მოჭრილი ქვებით შეიმოსა, რომლებიც ადგილზე მდებარე საბადოს ერთ-ერთ კარიერზე იქნა მოპოვებული და დამუშავებული. „ამავე…

30.08.2019 | 18:03
ნინოწმინდის სოფელ საღამოში იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის მინაშენის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მიმდინარე წელს დასრულდა იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის მინაშენის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სააგენტოს ინფორმაციით, კომპლექსური სარესტავრაციო პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში ეკლესიის უკიდურესად დაზიანებულ და დეფორმირებულ არქიტექტურულ ნაწილზე, რომელსაც სახურავი და კამარა ჩამოშლილი ჰქონდა, საყრდენ კედელზე მოეწყო ყურებეტონის საძირკველი. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში პროექტის ავტორისა და…

30.08.2019 | 17:57
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 30 აგვისტოს წმიდა ტბელ აბუსერისძის, მოწამე მირონ ხუცის, მოწამეთა: პავლეს, იულიანას, და სხვათა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა ტბელი აბუსერიძე წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ. წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან ზემო აჭარაში სოფელ…

29.08.2019 | 17:12
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 29 აგვისტოს ზეიმობს წამოყვანებას იესო ქრისტეს ხელთუქმნელისა ხატისა ედესით კონსტანტინეპოლს და ასევე აღნიშნავს მოწამე ქრისტეფორე გურულის, მოწამე დიომიდე მკურნალის ხსენების დღეს

ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი გადმოცემის თანახმად, სირიაში მაცხოვრის ქადაგების დროს ქალაქ ედესის მმართველი იყო ავგაროზი. იგი უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. ავგაროზმა, რომლის ყურამდეც მიაღწია ხმამ იესო ქრისტეს სასწაულების შესახებ, ირწმუნა მისი, როგორც მესიისა და გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და დაეხსნა…

29.08.2019 | 17:06
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 29 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ანდრეას ნორლენს, მის მოადგილეებს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. მიღებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. სტუმრები ასევე…

28.08.2019 | 16:41
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ანგი ხუციშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანი და რვა ქალია. „საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ…

28.08.2019 | 16:37
ღირსი იოსებ ისიქასტის გარდაცვალება

ღირსი მამა იოსებ ისიქასტი, სამოცი წლის წინ, 1959 წლის 15 (28 ახ.სტილით) აგვისტოს, მარიამობას გარდაიცვალა. მამა იოსებს უკურნებელი სენი სჭირდა (სიცოცხლის ბოლოს) და სულიერი შვილები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. იგი წინააღმდეგი იყო, ღვთისმშობლის წილხვედრი ათონის მთა დაეტოვებინა, თუნდაც მცირე ხნით, სამკურნალოდ. ქოშინი ტანჯავდა. ერთხელ მის სულიერ შვილს მამა იოსებს (ვათოპედელს) ესმა, რომ თავის…

28.08.2019 | 16:33
მამუკა ბახტაძე მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკლესიასა და მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. მამუკა ბახტაძემ სიონის ტაძარში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ქართველებს ღვთისმშობლის უდიდესი რწმენა აქვთ. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ქართველებს, ჩვენ…

28.08.2019 | 16:30
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28.08.2019)

თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – მარიამობას. მე ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ პირიქით, – გვაკლია რამე; ალბათ, ორივეა. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, ჩვენ…

Τα σημαντικότερα νέα