ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.08.2019 | 22:05
ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი – ისეთი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ტაძარში ევრორემონტი გავაკეთეთ, კარადა წლებია, აქ დგას

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იერომიელი ტაძრის ტერიტორიაზე ჩაშენებული კარადის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ კარადა რამდენიმე წელია, ამ ადგილზე დგას. მისი თქმით, კარადას თავისი დატვირთვა აქვს და მცირე ადგილს იკავებს. „წლებია, რაც ეს კარადა აქ დგას. ყოველ შემთხვევაში, 2-3 წელი მაინც არის, რაც ამას აქ ვხედავთ და ახალი არაფერი მომხდარა. ამას სააგენტოს წარმოადგენლებიც…

19.08.2019 | 22:02
ილია მეორე – ადამიანის სულში, ბუნებასა და გონებაში ცვლილებებია, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი

დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებასა და გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა. ილია მეორე საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. „ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება…

19.08.2019 | 10:34
ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თავისი ღვთაებრივი…

19.08.2019 | 10:28
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსზე უნებართვო ქმედება გამოვლინდა

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე უნებართვო ქმედება გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. „სამოქალაქო პირების შეტყობინების საფუძველზე სოფ. ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა….

18.08.2019 | 22:29
ფერისცვალებასთან დაკავშირებით პატრიარქმა ლოცვა აღავლინა

სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა აღავლინა. ილია მეორის კურთხევით 19 აგვისტო თევზით ხსნილი იქნება. ტაძრებში ხვალ ყურძენი და ხილი იკურთხება. დილით წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ქადაგებით მიმართავს.     1tv.ge

18.08.2019 | 20:10
სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების წინასადღესასწაულო ლოცვა აღევლინება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვა მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ატარებს. ფერისცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარიამობის მარხვის გამო, 19 აგვისტო, პატრიარქის კურთხევით, თევზით ხსნილი იქნება.   – 1tv.ge

18.08.2019 | 15:18
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 18 აგვისტოს მოწამე ევსიგნიოსის; მღვდელმოწამეთა ანთვირესი და ფაბისა რომის პაპთა; მოწამე პონტიოს რომაელის, მოწამეთა: კანტიდის, კანტიდიანეს და სიბელის – ეგვიპტელთა; ასევე მართლი ნონას ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მოწამე ევსეგნიოსი წმიდა მოწამე ევსეგნიოსი ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნის შუა წლებში. ექვსი ათწლეულის მანძილზე მსახურობდა იგი რომაელი იმპერატორების: დიოკლეტიანეს, მაქსიმიანე ჰერკულესის, კონსტანტინე ქლორუსის, კონსტანტინე დიდისა და მისი ძეების ლაშქარში. კონსტანტინე დიდის (306-337) მეფობის დასაწყისში ევსეგნიოსმა საკუთარი თვალებით იხილა გამარჯვების მაუწყებელი ბრწყინვალე ჯვრის გამოჩენა ცაზე. მოხუცებულობაში წმიდანმა დატოვა სამხედრო სამსახური და სამშობლოს მიაშურა. აქ იგი…

17.08.2019 | 14:23
წმინდა პაისის ერთ-ერთი სასწაული

“ერთი მძღოლი რეგიონიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა. იგი ერთმა მოხუცებულმა მონაზონმა გააჩერა და ჰკითხა: “ყმაწვილო, თესალონიკამდე გამიყოლებ?”. “რა თქმა უნდა, მობრძანდით”, – უპასუხა მძღოლმა. ის მარტო იყო. მონაზონი მის გვერდით დაჯდა და მიუხედავად იმისა, რომ მას არ იცნობდა უთხრა: “კოსტა, ფილტვებზე სიმსივნის საწყისი სტადია გაქვს. საავადმყოფოში წადი და მის შეჩერებას მოასწრებ”. და მაშინვე გაუჩინარდა. მძღოლი გაოგნდა. რამდენიმე…

17.08.2019 | 14:15
ვინ იყო წმინდა მაქსიმე აღმსარებელი?

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ტაძარში მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყებისას, საკურთხევლის ნაწილში გამოჩნდა წმიდა ნაწილები. წმიდა მაქსიმე აღესრულა 662 წლის 13 (26) აგვისტოს. მისი სახელი წელიწადში ორჯერ მოიხსენიება: გარდაცვალების დღეს და წამების დღეს (21 იანვარს, ახ.სტ. 3 თებერვალს), როცა ენა და ხელი მოჰკვეთეს. მეუფე სტეფანე: -წმიდა მაქსიმე 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში…

Τα σημαντικότερα νέα