სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – პეტრე-პავლობას. პეტრე და პავლე მოციქული არიან მფარველნი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. ტროპარი, რომელიც იგალობება, ძალიან მოკლეა, ჩვენ ეხლა ერთად ვიგალობოთ. ,,მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.” არ მოგაკლოთ ღმერთმა…
დღეს პეტრე-პავლობაა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გაიმართება. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად 10:00 საათიდან აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულებს პეტრეს და პავლეს მათი ღვაწლის გამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს. დღესასწაულით სრულდება მარხვაც, რომლის დაწყებაც აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. პეტრე-პავლობის მარხვა წელს 24…
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრისას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო მზად არის გახსნას კარი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რათა მათ ეკლესიასა და ეკლესიის პოზიციაზე ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა და არ იყოს ინტერპრეტირებული სხვა ადამიანების მიერ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო…
Să nu consideri niciodată că ți-ai terminat treaba atunci când ai stins un incendiu. Întotdeauna trebuie să ai grijă să stingi și focul rămas în sufletul oamenilor, abia atunci poți spune că ți-ai făcut datoria până la capăt”, a scris miercuri pe Facebook Ovidiu Costea, unul dintre pompierii care a participat la stingerea incendiului de…
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო ფორუმი ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“ გაიხსნა. ქართველოლოგიის საერთაშორისი სკოლა ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფორუმის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის მნიშვნელობის აქცენტირება, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება, კორნელი კეკელიძის, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის მიერ დამკვიდრებული ქართველოლოგიური…
ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს. მისი ლოცვა, მისი კურთხევა გფარავდეთ თქვენ. წმ.იოანე ნათლისმცემლის მშობლები, როგორც თქვენ იცით, იყვნენ უშვილოები და როცა ერთერთი მსახურების დროს მისი მამა, ზაქარია, ასრულებდა მღვდელმსახურებას, მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, შენ გეყოლება შვილი და დაარქმევ სახელსა იოანეს. ზაქარია და ელისაბედი მოხუცებულნი იყვნენ და…
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მსვლელობას სასულიერო პირები უძღვებოდნენ. როგორც მამა დავით ისაკაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ისინი პარლამენტთან პარაკლისს გადაიხდიან. “პირველი, ჩვენი აქ შეკრების მიზანი და მოთხოვნა არის ის, რომ თბილისში და ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდეს ეს გარყვნილობის აქტი და საერთო საკანონმდებლო დონეზე იქნას აყვანილი ის, რომ არ მოხდეს ამ…
არაერთ ქვეყანაში შეძლეს ჩაეტარებინათ ჭინკების აღლუმი, მაგრამ ვერ შეძლეს საქართველოში და ვერც მომავალში შეძლებენ ამას, – ასე მიმართა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს დეკანოზმა დავით ისაკაძემ. სასულიერო პირი მოუწოდებს მოქალაქეებს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ერთად დადგნენ, ვინაიდან მისი თქმით, ქართველებს რწმენა აერთიანებს. „არაერთ ქვეყანაში შეძლეს ჩაეტარებინათ ჭინკების აღლუმი, მაგრამ ვერ შეძლეს საქართველოში და ვერც მომავალში…
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ე.წ. ,,ღირსების მარშის“ ჩატარების ხელახლა დაანონსებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სოდომური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები მუდამ იყვნენ და მათი არსებობა ჩვენს საზოგადოებაში არასდროს იწვევდა მწვავე დაპირისპირებას, მაგრამ ამ გარყვნილების ნებისმიერი სახით პროპაგანდა ყოველთვის იყო მიუღებელი. ამიტომაც, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები და LGBT…