თაღლითების ჯგუფი ზოგიერთი სკოლისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას უკვე დაუკავშირდა. თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის საჯარო სკოლების ხელმძღვანელობას აფრთხილებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სახელით თაღლითები მოქმედებენ, რომლებიც რელიგიური შინაარსის წიგნების გაყიდვას ცდილობენ. უცნობი პირები ზოგიერთი სკოლისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას უკვე დაუკავშირდნენ. „აღნიშნული საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და ამის ჩამდენნი მოქმედებენ თვითნებურად”, – ნათქვამია…
ა.წ. 10 დეკემბერს მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ საქართველოს საპატრიარქოში კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების წინამძღვრები. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ დარგის სპეციალისტები: ნაუმ ტურაბელიძე, თამარ ქვრივიშვილი, გელა ღლიღვაშვილი. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მიწის…
ა.წ. 11 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ერთაშორის მშვიდობისა და მეგობრობის გაღრმავების საქმეში სიბრძნითა და პირადი ავტორიტეტით შეტანილი წვლილისთვის გადაეცა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი ჯილდო. აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციის საპატიო ჯილდოს პირველი მფლობელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.
ა.წ. 10 დეკემბერს, შუადღისას, რუსეთიდან საქართველოში წმინდა აღმსარებელ თამარის (მარჯანიშვილი) წმინდა ნაწილები ჩამობრძანდა. იღუმენია თამარ მარჯანიშვილი 1869 წელს დაიბადა. მან სასულიერო მოღვაწეობა 1899 წელს ბოდბის მონასტერში დაიწყო, თუმცა 1907 წელს რუსეთში გაიწვიეს. 1910-1912 წლებში ღირსმა თამარმა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ სერაფიმო-ზნამენსკის სკიტი ააშენა. 1931 წელს იგი დააპატიმრეს და ბრალად დასდეს 1924 წლის აჯანყების ხელმძღვანელებთან კავშირი, რის…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რწმენა გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი იმდენად არ დაეცემა, რომ შური იძიოს. თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ქართველი ხალხი ღირსეულად შეხვდება პრეზიდენტის ინაუგურაციას, როდესაც ქვეყნის მთავარსარდლად პირველად აირჩიეს ქალი, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილებები დასასრულს უახლოვდება. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს კახეთში გაიმართება….
50 წლის პოლიტიკოსი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი დედამ იპოვა. თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 4 დეკემბერს გარდაიცვალა. „ჩვენ მოვიტანეთ…
7 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი, რომელიც აღავლინა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად. პანაშვიდს ესწრებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და აკადემია-სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სასწავლებლის ადმინისტრაციის თანამშრომლები. პანაშვიდის დასასრულს რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიდაძემ ისაუბრა აწ გარდაცვლილ პროფესორთა ღვაწლზე,…
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი მოლოცვითი და საგანმანთლებლო პროგრამა 2016 წლის 22 დეკემბრის სინოდის სხდომაზე დადგინდა 2017-2018 წლებში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოლოცვითი მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც 2017 წლის მაისში სტეფანწმინდის რაიონიდან დაიწყო და ლოცვით გააერთიანა მთელი საქართველო….
ანჩისხატი ძველ თბილისში, საპატრიარქოს ახლოს მდებარობს. შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ VI საუკუნის ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. გადმოცემით, ეს უძველესი ტაძარი უნდა იყოს “მოქცევაჲ ქართლისაჲს” ქრონიკაში მოხსენიებული “მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ”, აგებული დაჩი უჯარმელის მეფობაში. “საუნჯე გეს” მიხედვით ვგებულობთ, რომ ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან…