,,დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით… ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს…” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან 32-ე კვირას, მაცხოვრის წინადაცვეთის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს,…
ბ-ნ ჯუმბერ პატიაშვილს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დიდად ვწუხვართ ქ-ნ თინა-თინათინ ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო. შესანიშნავი ადამიანი, ღირსეული მეუღლე, დედა და დიდედა დააკლდა ჩვენს ქალაქს. მასთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისი იყო, რომ გეგრძნო ამ პიროვნების ღირსება და კეთილშობილება. აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნ თინა-თინათინის უკვდავი სულისათვის, რათა მან წიაღი ღვთისა დაიმკვიდროს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა, ამ…
ა.წ. 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეულ პირებს რატომღაც სურთ მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწერონ და თავისი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია და ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების წახალისება. ადრეც განგვიმარტავს და ახლაც ვიტყვით, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის ოფიციალური და ყოველთვის, რა თქმა…
ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს, რაც ეკლესიაში მოხდა, არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთმა საელჩომ არ ახსენა ეს მოვლენა, როგორც ვანდალიზმი – დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად ატყდებოდა დიდი აჟიოტაჟი, – შესაბამისი განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წმინდა…
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს: საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს…
ქალბატონ თამარ (თათული) ღვინიაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დიდად ვწუხვართ ბაბო (ბარბარე) დადიანის შვილის, ქ-ნ თამარის (თათულის), გარდაცვალების გამო. ასაკის მიუხედავად, იგი იყო ჩვენი დროის მშვენება, დიდი წარსულის მემკვიდრე, თავადაც შესანიშნავი პიროვნება და ღირსეული ქრისტიანი. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვადი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მშვიდობა და ქალბატონ თამარისთვის…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს და ხვალ სამების საკათედრო ტაძარში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე მედიის დაშვება შეიზღუდება. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, გადაწყვეტილება გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად მიიღეს. „გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია…
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. imedinews.ge
ძვირფასო ძმებო და დებო, მივიღოთ უფალი ჩვენს გულებში და მივართვათ მას ჩვენი რწმენა, სასოება და სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქრისტესშობის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ყველაფერი, რაც ადამიანს შეემთხვევა, ღმერთის დაშვებით ხდება. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო,…