ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.04.2023 | 17:31
დღესასწაულებზე სამების ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, მასმედიის საშუალებებისთვის, მოახლოებულ საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშორებით, ინფორმაციას ავრცელებს. “ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულები: ხარება – 7 აპრილს, ბზობა – 9 აპრილს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც…

03.04.2023 | 17:27
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მომღერალი ნინო (ნუცა) ბუზალაძე მიიღო

ა.წ. 2 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღიარებული მომღერალი ნინო (ნუცა) ბუზალაძე მიიღო, დალოცა იგი და წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში წასვლამდე მომღერალი წლების განმავლობაში ხშირად მონაწილეობდა საპატრიარქოში გამართულ კულტურულ ღონისძიებებში და ამჟამადაც სამშობლოში ყოფნისას კვლავ ეწვია მის უწმინდესობას. patriarchate.ge

27.03.2023 | 18:20
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

გავრცელდა ინფორმაცია, 28 მარტს საეკლესიო თემასთან დაკავშირებული აქციის შესახებ, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. როგორც ნათქვამია განცხადებაში, მსვლელობა უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს და თითქოს მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირებმაც. ვაცხადებთ, აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არა აქვს და სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ. patriarchate.ge

27.03.2023 | 18:18
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი მსოფლიო პატრიარქს

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც. ჩვენთვის ისიც…

24.03.2023 | 17:31
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იწყებს ახალ პროექტს ,,ერთმანეთისთვის”.

პროექტი მოიცავს სამრევლოებში (სასულიერო და საერო პირებისათვის) შეხვედრებისა და ლექცია-სემინარების გამართვას დარგის სპეციალისტებთან, ფსიქოლოგებთან, ნარკოლოგებთან, ფსიქიატრებთან და სხვა პროფესიონალებთან იმ რთული პრობლემების შესახებ, როგორებიცაა – ლუდომანია, ნარკო, ალკო და სხვა დამოკიდებულებები, ოჯახური კონფლიქტები, მშობლებისა და მოზარდების ურთიერთგაუცხოება და სხვა პრობლემები. პროექტის ფარგლებში სპეციალისტები კონკრეტულ ფოკუსჯგუფებთან ურთიერთობისას შეეხებიან მწვავე თემებს, ისაუბრებენ სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე,…

24.03.2023 | 14:25
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

2023 წლის 23 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს წერილი გაუგზავნა, სადაც თანაგრძნობა და ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა წმინდა მიწის ქრისტიანულ შენობა-ნაგებობებზე რადიკალური პირების მხრიდან მორიგ თავდასხმასთნ დაკავშირებით. „თქვენო უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო ძმაო და ღვთის საყდრის წინაშე თანამსახურო! მწუხარებითა და შეშფოთებით შევიტყვე ჯვრის თაყვანისცემის…

23.03.2023 | 17:47
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხვიჩა კვარაცხელია დალოცა

ა.წ. 23 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, -ხვიჩა კვარაცხელია მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სამღვდელოება, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საცოლე. მისმა უწმინდესობამ დალოცა ხვიჩა კვარაცხელია, მისი თანმხლებნი და შემდგომი წარმატებები და ბედნიერება უსურვა.   patriarchate.ge

22.03.2023 | 17:10
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ ავტორიზაცია გაიარა

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის რექტორის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ხელმძღვანელობით, აღმასრულებელი დირექტორის, დეკანოზ პავლეს (ცერცვაძე), გიმნაზიის სულიერი მოძღვრის, დეკანოზ თომას (ლაცაბიძე) და მთლიანად გიმნაზიის პედაგოგებისა და თანამშრომლების დიდი შრომით, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

21.03.2023 | 18:04
ახალგაზრდების მტრები არ ვართ… „მოლოტოვის კოქტეილები“ რომ გვესროლა, ბრდღვნა არ დარჩებოდა საქართველოდან – მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანე ქადაგებისას აცხადებს, რომ გარე ძალებს სურთ ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ამისთვის ახალგაზრდების გამოყენებას ცდილობენ. „ჩვენ პატარა ერი ვართ. ერთმანეთისადმი სიყვარული გვაქვს და ეს უნდათ დაანგრიონ. შემოაქვთ გაურკვეველი იდეები და სურთ ჩვენი ახალგაზრდები ამით დაგვიპირისპირონ და ეს დამღუპველია. ჩვენ წავალთ და მათთვის დარჩება ეს მოსაგონებლად. რომ ვეუბნებით ნუ იზამთ ამას, მათი მტრები არ ვართ,…

Τα σημαντικότερα νέα