ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.11.2021 | 17:15
პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე: ისინი ვინც ვაქცინის წინააღმდეგია მათი ადგილი ეკლესიაში არ არის

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელიც მისი რადიკალური განცხადებების გამოირჩევა ამ ჯერად ვაქცინაციის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ ისინი ვინც ვაქცინას ეწინააღმდეგებიან ძმათა მკვლელები არიან, შემდეგად მათი ადგილი ეკლესიაში არ არის. კითხვაზე თუ რას ეტყვის ათონის მთის ზოგიერთი მონასტრის წინამძღვარს, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდიან აღნიშნა: „ისინი თავიანთ ძმებს კლავენ, მათ კი ეს არ…

08.11.2021 | 18:46
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი – მიხეილ სააკაშვილმა თავად შემოგვითვალა, რომ ზიარება სურდა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეზიარა

გარეგნულადაც ეტყობა მას 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა. „რაც შეეხება ჯანმრთელობას, მე ვიყავი მასთან სულ თავიდან, როდესაც რამდენიმე დღის შემოსული იყო. მე ვნახე ის, სრულიად ჯანმრთელი. ახლა გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია. აბსოლუტურად საღად აზროვნებს, ოღონდ ძალიან დასუსტებულია“, –…

05.11.2021 | 19:08
სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია მოკლეს, მიტროპოლიტმა გრიგოლმა პანაშვიდი აღავლინა [ფოტო]

2021 წლის 3 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე სახლში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლე ზვიად გამსახურდია მოკლეს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სამღვდელო დასსთან ერთად აღავლინა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდის სულის საოხი პანაშვიდი. მიტროპოლიტმა გრიგოლმა დღესვე მოილოცა ხსენებული სახლის გვერდით მდებარე წმიდა მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობის ახალაგებული…

05.11.2021 | 19:04
უნეტარესი სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი 92 წლის შესრულდა

დღეს, 2021 წლის 4 ნოემბერს, ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი სრულიად ალბანეთისა და ტირანის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი 92 წლის შესრულდა. უნეტარესი ანასტასიოსი მსოფლიოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს შორის ასაკით ყველაზე უხუცესია. უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი (ერში ანასტასიოს იანულატოსი) დაიბადა 1929 წლის 4 ნოემბერს, საბერძნეთში, ღვთისმოსავ მართლმადიდებელ ოჯახში. ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრებაში. 1947 წელს ის ჩაირიცხა…

05.11.2021 | 19:01
ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული მოსკოვში [ფოტო]

2021 წლის 4 ნოემბერს, ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულზე, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ აღავლინა საზეიმო საღმრთო ლიტურგია, რომლის განსრულების შემდეგ შესრულდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სადიდებელი მსახურება. რუსეთის პატრიარქ კირილეს თანამსახურებდნენ: რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი წევრი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე; ყოვლადწმიდა სამების სერგის ლავრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე, სერგიევო-პოსადისა და…

04.11.2021 | 18:26
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – პატრიარქი ვერავის შეიწყალებს, საპატრიარქოში არსებობს იურიდიული კომისია, სადაც შეაქვთ პატიმარზე დოკუმენტაცია, კომისია ამუშავებს ასეთ საკითხებს და აგზავნის შესაბამის ინსტანციაში

საპატრიარქოში არსებობს განყოფილება, სადაც ხდება ამა თუ იმ პატიმარზე შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანა, დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, ეს საბუთები გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში და შემდეგ უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს პატიმრის შეწყალების უფლებამოსილება…

04.11.2021 | 18:24
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – მიხეილ სააკაშვილმა მის უწმინდესობასთან დამაბარა, რომ შიმშილობას გააგრძელებს, პატრიარქის გაგზავნილი სეფისკვერი დაიტოვა, თუმცა წუხილი გამოთქვა, რომ ვერ მიირთმევს

მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. „გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ…

04.11.2021 | 18:22
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – პატრიარქის თხოვნაა, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით კიდევ ერთხელ მოვედი მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იმავე დავალებით. მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პატრიარქის თხოვნაა, სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა. „მინდა, ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობისგან. მისი უწმინდესობის…

03.11.2021 | 19:09
საპატრიარქო ილია მეორისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ. „დღეს, 2021 წლის 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე),…

Τα σημαντικότερα νέα