ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.01.2020 | 16:53
ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე არსებულ ქართულ ეკლესიაში ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს

  ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა. ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო…

07.01.2020 | 16:48
ქრისტეშობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი – სახლებში, ფანჯრებთან ანთებული სანთლებით

  უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის, ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს. ჩვენი მხრიდან კი ანთებული სანთელი, ეს ოჯახში რწმენის სვეტის ნიშანია, რითაც გამოვხატავთ მაცხოვრისადმი უდიდეს მადლიერებას. მზაობას, რომ ჩვენი სახლი მზად არის ქრისტეს მისაღებად. სანამ უფალი იშვებოდა, ვერ მოიძებნა ერთი სახლი, რომელსაც მარიამი შეაფარებდა თავს, თავისუფალი მხოლოდ საქონლის ბაგა აღმოჩნდა, რაც…

07.01.2020 | 16:46
“აქ იშვა ქრისტე ქალწულ მარიამისაგან”

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს. დღესასწაულებზე მომლოცველთა რაოდენობა კიდევ მატულობს. ბეთლემს, ქრისტესშობის ადგილს ამჯერადაც მრავალი მნახველი ეყოლება. მოდით ერთად გავეცნოთ ბეთლემის შესახებ ცნობებს, რათა უფრო მომზადებული მივეგებოთ ამ წმინდა ადგილს. აი, რას გვიამბობს დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი: “კურთხეული საუკუნიდგან ქალაქი, რომელსა შინაც თვით ღმერთმან, დამბადებელმა მსოფლიოსა, სათნო იჩინა…

07.01.2020 | 16:30
ილია მეორე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს

  ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოსთან ალილოს მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქრისტეს შობა არის ბედნიერება, ფერისცვალება და სულიერი ამაღლება. „გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეს შობა ეს…

07.01.2020 | 16:23
ამბროლაურში “ალილო” გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ამბროლაურში “ალილო” მოეწყო. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ. ამბროლაურის მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მლოცველებმა “ალილოს” სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს. სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა. ცნობისთვის,…

07.01.2020 | 16:21
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება შობის დღესასწაულზე (07.01.2020)

  ჩვენთან არს ღმერთი! დღეს ცა და ქვეყანა გალობს: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!“ დიდება და მადლობა უფალს! დღეს უფალმა ცანი მოდრიკნა და ციდან გარდამოვიდა კრავი ღვთისა – უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რით შევეგებოთ? რა ვუთხრათ? ვუთხრათ, რომ გაჭირვებულნი ვართ; ვუთხრათ, რომ გვჭირდება მადლი ღვთისა… ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალსა,…

07.01.2020 | 16:14
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2020)

საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო. მოგმართავთ ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო…

05.01.2020 | 17:49
მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეუფე პეტრემ განუცხადა, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ხელისუფლებამ და საეკლესიო ხელისუფლებამ ერთობლივი ძალებით როგორ დაგეგმა „ციანიდის საქმე“. „ვინაიდან 2018 წლის სხდომაზე წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი ინსტანციის გავლის შემდეგ შექმნიდა შიდა კომისიას, რომელიც შეისწავლიდა ამ საქმეს, ნათელს მოჰფენდა ბევრ…

05.01.2020 | 17:46
დიდმოწამე ანასტასია მკურნალი და ბორკილთდამხსნელი (დაახლ. 304 წ.); მოწამეები: ქრისოგონე, თეოდოტია, ებოდი, ევტიქიანე და სხვები (დაახლ. 304 წ.).

ძველი სტილით 22 დეკემბერს (ახ. სტ. 4 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს დიდმოწამე ანასტასია მკურნალს და ბორკილთდამხსნელს და მოწამეების ქრისოგონეს, თეოდოტიას, ებოდის, ევტიქიანეს და სხვებს. წმინდა ანასტასია დაიბადა სახელგანთქმულ ქალაქ რომში. ის გამოირჩეოდა კეთილშობილებით, სულიერი და ხორციელი სილამაზით, კეთილი ზნით და სიმშვიდით. მამამისი პრეტექსტატე სენატორი გახლდათ და ელინურ წარმართულ რწმენას აღიარებდა. დედამისი ფავსტა კი ქრისტეს აღმსარებელი…

Τα σημαντικότερα νέα