ნიკორწმინდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი აქვს მინიჭებული. 2007 წლიდან ხუროთმოძღვრული ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი ნიკორწმინდის კათედრალის რესტავრაციას, როგორც წლის გამორჩეულ სარეაბილიტაციო პროექტს, არქიტექტორთა ასოციაციის – „არქიტექტურული პრემია 2019″ -ის სპეციალური ჯილდო გადაეცა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი სააგენტოს დაფინანსებით…
თუ ასეთი დაძაბული ფონი იყო არამგონია, საქართველოს კარგი მოუტანოს. დიალოგი აუცილებელია მათ შორის, რაღაც შეთანხმებაზე მივლენ აუცილებლად. მთავრია ზიზღის პოზიციიდან არ ველაპარაკოთ ერთმანეთს,-ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის ეპარქიაში, ქადაგების დროს განაცხადა. მეუფე ქვეყანაში ბოლოს დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა და სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მეუფემ, ვრცლად ისაუბრა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების და ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების…
წმიდა ნიკოლოზი ღრმა სიბერეში, 342 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს იქ, სადაც მოღვაწეობდა – ქალაქ მირონ-ლუკიის (დღევანდელი ანტალია) საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი სხეული მეოთხე საუკუნიდან მეთერთმეტე საუკუნის ბოლომდე იქ იყო დაცული. მეთერთმეტე საუკუნეში, დიდი შემოსევების დროს, მაჰმადიანები ანადგურებდნენ და წვავდნენ ყველაფერს, ოსმალები ბიზანტიის მცირე აზიის სამფლობელოებს სასტიკად არბევდნენ, შეურაცხყოფდნენ წმინდა ტაძრებს, სიწმინდეებს… მათ განზრახული ჰქონდათ…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 22 დეკემბერს აღნიშნავს მუცლადღებას მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ასევე იხსენიებს: წმიდა ანა წინასწარმეტყველს, წმიდა სოფრონს, ღირსს სტეფანე ახალგაბრწყინებულს. მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა – ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის – ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს მიათხოვეს. მეუღლეები ოცი…
აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას,- ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც თემაზე – “ახალგაზრდებში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა დ პოპულარიზაცია”, მრგვალი მაგიდა იმართება. მეუფე შიოს თქმით, საპატრიარქოს ჩართულობით კანონპროექტი მუშავდება, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციებს ითვალისწინებს. “აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში,…
წმიდა ამბროსი, მედიოლანელი ეპისკოპოსი წმიდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა ქალაქ ტრირში (იტალია). მისი მამა იმპერატორის ნაცვალი იყო გალიის მხარესა (დღევანდელი საფრანგეთი) და დასავლეთის სხვა პროვინციებში. მამის გარდაცვალების შემდეგ ამბროსის ოჯახი რომში გადასახლდა. აქ მომავალმა მღვდელმთავარმა იმ დროისათვის ბრწყინვალე იურიდიული განათლება მიიღო. დაახლოებით 370 წელს, მეცნიერებათა კურსის განსრულების შემდეგ, წმიდანი ლიგურიისა და ემილიის ოლქების გამგებლად…
17 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიის თანამშრომლები თბილისის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ეწვივნენ. სკოლის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციამ გამოიჩნეს განსაკუთრებული ყურადღება და დიდი სითბო თსას-ის წარმომადგენლების მიმართ, მათ გააცნეს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროცესის ზოგიერთი დეტალი. სკოლის მოსწავლეებთან (X, XI და XII კლასები) შეხვედრისას დეკანოზმა მირიან სამხარაძემ აღნიშნა…
პირველივე დღიდან ვცდილობდით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან რაღაცნაირად გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ ჩვენს ხელთ არ არის ეს ძალაუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ვერ ხედავს დეკანოზის შეწყალებაზე უარის თქმის მიზეზს. „რამდენჯერმე მქონდა მასთან პირადი შეხვედრა. იმის შემდეგ, რაც ჩვენ მივმართეთ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით,…
17 დეკემბერს თსას-ის წარმომადგენლები (სასწავლებლის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია, ქრისტიანული ფსიქოლოგიის დეკანის მოადგილე, ქალბატონი ნათია ფრუიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სასმსახურის უფროსის მოადგილე, ბატონი ცოტნე ჩხეიძე) ეწვივნენ თბილისის წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას. თსას-ის წარმომადგენლებმა ხსენებული სკოლის მოსწავლეებს (X, XI და XII კლასები) გააცნეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის რაობა, მისი საგანმანათლებლო პროგრამები….