,,ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს ამ ცხოვრების განმავლობაში, არის მოთმინება და სიმდაბლე… გარეგნული სიმდიდრე… მარადიული ცხოვრებისთვის არაფერს ნიშნავს, უმთავრესია ის შინაგანი თვისებები, რომლებსაც მოვიპოვებთ ჩვენს ცხოვრებაში… შინაგანი სიმდიდრე და სულის მშვენიერება. სწორედ ეს მიგვყვება ჩვენ მარადიულ ცხოვრებაში…” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან 22-ე კვირას, წმინდა იაკობ მოციქულის ხსენების…
2 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ ცნობილ ქართველ პოეტს მანანა ჩიტიშვილს უმასპინძლა. პოეზია ღმერთისკენ მიმავალი გზაა. ღვთის სამსახურში ვარ, ღვთის მადლი მფარველობს და წარმართავს ჩემს პოეზიას. ლექსი ყოველთვის ძალიან სერიოზული საქმე იყო ჩემთვის. სიტყვისადმი პასუხისმგებლობა ყველა ასაკში მქონდა. ყოველთვის იმ ერთადერთ სიტყვას ვეძებდი, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავდა ჩემს სათქმელს, – ამ სიტყვებით წარსდგა მანანა…
2023 წლის 25 ოქტომბერს, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული წარმოდგენა: „გრიგოლ ფერაძე“, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი. დამსწრე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ…
2023 წლის 2 ნოემბერს, 12 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 16-20 ოქტომბერს ვარშავის (პოლონეთის რესპუბლიკა) ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიას სამუშაო ვიზიტით ეწვია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, დიაკონი ცოტნე ჩხეიძე. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, დიაკონი ცოტნე ჩხეიძე ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა წინაშე მეტად საინტერესოდ, სრულფასოვნად მომზადებული სალექციო კურსით…
2023 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა დონის სასულიერო სემინარიის დოცენტის, სისტემური ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის კათედრის გამგის ივან ულიტჩევის საჯარო ლექცია თემაზე: „პიროვნების ღვთისმეტყველება და მართლმადიდებლური ტრადიცია”. მკვლევარმა თავის მოხსენებაში მიმოიხილა ანტიკური და ქრისტიანული მოძღვრებანი ადამიანის შესახებ. ისაუბრა პიროვნების – როგორც თავისუფალი ნების მქონე ინდივიდის – არსზე და აღნიშნა, რომ პიროვნების საზრისის…
ბატონ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებამ ყველას დასწყვიტა გული. იგი იყო იმ გამორჩეულ და დიდ მსახიობთა იშვიათი წარმომადგენელი, რომლის მიერ შესრულებული როლებიც მისი ხასიათის თვისებებს შეესაბამებოდა და მეგობრობის, ვაჟკაცობის, ერთგულების, თავმდაბლობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითებად იქცა. ამიტომაც ამბობდა: მთელი ცხოვრება ვემსახურებოდიო ღმერთს. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებს და…
⛪ ქართული გალობისა და მრავალხმიანობის განვითრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. 🔸 ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი საპატრიარქოსთან ათეული წლებია თანამშრომლობს და მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და კულტურული საგანძურების გადარჩენა-განვითარების საქმეში. ერთ-ერთი ასეთი ერთობლივი წარმატებული პროექტი უკავშირდება ქართული…
ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან ▪️ ჰელოუინის შესახებ სხვა და სხვა გადმოცემა არსებობს. მასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთისსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს. ▪️ ადამიანთა უმრავლესობა ჰელოუინს აკავშირებს წარმართულ ირლანდიურ დღესასწაულ ,,სამაინთან’’ და კარლოს დიდთან (742?-814); ▪️ თავისი იმპერიის განათლების მიზნით კარლოს…